ქუთაისში ხვალ საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

ქუთაისში ხვალ საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.
როგორც topnews.com.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბიზნეს-ფორუმს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქალაქ ჯელგავას მუნიციპალიტეტის მერი ანდრის რავინსი და ლატვიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიტა გაველე გახსნიან.
ბიზნეს-ფორუმზე ლატვიის წარმომადგენლები ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრეწველობის სფეროებში თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ლატვიის ბიზნეს წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების დამეგობრებასა და ბიზნეს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად.
საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართება.