ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პირველად ხვალ ქუთაისის სასამართლოში გაიმართება
თარიღი : 23-10-2013, 21:38 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, პირველად ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვა იწყება. 12 ნაფიცმსაჯული ბრალდებულ ბესიკ ბ-ს ბრალეულობაზე იმსჯელებს.
ბესიკ ბ-ს ბრალად ედება, თერჯოლაში, განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ურთიერთშელაპარაკების დროს, შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით ორი პირის რეზო ნიშნიაძის და გიორგი გარმელიას მოკვლა.
ხვალინდელ სასამართლო პროცესისთვის, შერჩეული იქნა 12 ნაფიცი მსაჯული და ორი სათადარიგო მსაჯული, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან საქმის არსებით განხილვაში და გამოიტანენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს.
ცნობისთვი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.