Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აღნიშნავენ ქუთაისში ბოშათა საერთაშორისო დღეს?

თარიღი : 6-04-2016, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, ანონსი   
topnews.com.ge
8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით 1989 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო სულ 1744 ბოშა. უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის 2009 წლის კვლევის მიხედვით საქართველოში 1000-მდე ბოშა ცხოვრობს. ბოშები მცირე თემებად ცხოვრობენ თბილისში, ქუთაისში, ქობულეთში, ბათუმში, თელავში, ზოგი ოჯახი კი სრულად ასიმილირებულია.

უმუშევრობა, სიღარიბე, ენის ბარიერი, განსხვავებული ადათი და ტრადიციები, ვაჭრობა და მოწყალების თხოვნა ყოველდღიური ლუკმა პურის შოვნის მიზნით გავლენას ახდენს ბოშების არაერთგვაროვან აღქმას სოციუმის მიერ და იწვევს ბოშების მარგინალიზაციას საზოგადოებაში. World Vision იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში არსებული მობილური ჯგუფისა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დღის ცენტრის სერვისების საშუალებით ახდენს ბავშვების და მათი ოჯახების (მათ შორის ბოშების) ხელშეწყობას საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გზით, ეხმიანება სასკოლო განათლების მიღების საჭროებას, ხელს უწყობს ბავშვების და მათი ოჯახების სრულფასოვან ინტეგრირებას საზოგადოებაში. ბენეფიციარი მშობლები აღნიშნავენ რომ მათ ისევე როგორც ყველა მშობელს სურს მათი შვილები იყვნენ განათლებულები, წარმატებულები და მიღებულნი საზოგადოების მიერ.

იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ ბოშების ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათ წინაშე არსებული ბარიერების შესუსტებას, ასევე იმისათვის რომ საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ ბოშათა ადათი და ტრადიციები World Vision იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ქალაქ ქუთაისის მერიასთან ერთად კულტურათა დიალოგის ინიციატივის ფარგლებში აწყობს 8 აპრილს ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

8 აპრილის დღის წესრიგი:

13:00 - ირმა შარიქაძის ფოტო გამოფენა ბოშათა თემაზე
13:30 - მისალმება (ქალაქის მერი ბ-ნი შოთა მურღულია, World Vision იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ბ-ნი დავით ჩხობაძე)
13:45 - კონცერტი ბავშვთა ანსამბლის მონაწილეობით
14:30 - გამასპინძლება ბოშათა ეროვნული კერძებით

კარგი ამინდის შემთხვევაში ღონისძიებაქუთაისის ცენტრალურ ბაღში, ღია ცის ქვეშ გაიმართება. სხვა შემთვევაში ქუთაისის მ. ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრში.


ნანახია: 3245-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოშათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
ცენტრს არასამთავრობო ორგანიზაცია World vision აწყობს.
,,world vision'' საქართველო 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ძირითადად ბავშვთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ პროექტებს
ორგანიზაციას ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა გასულ წელს ქუთაისის მერიამ გადასცა.

ამინდი