Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ენერგო პრო ჯორჯიას' თანამშრომლების მუხნარის ტყის მონაკვეთი გაამწვანეს

თარიღი : 6-04-2016, 15:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლებმა ,,რიონჰესის” არხის მიმდებარედ მუხის ნერგები დარგეს. 120 ძირი მუხა დაირგო მუხნარის ტყის იმ მონაკვეთზე, სადაც ხეების დიდი ნაწილი დაზიანებული და გამხმარი იყო. კომპანიის ინიციატივით, პირველ რიგში გამწვანდა ის ტერიტორია, რომელიც ამ კუთხით განსაკუთრებით საჭიროებდა ყურადღების მიქცევას. სხვა მიმდინარე პროექტებთან ერთად, ენერგო-პრო ჯორჯიასთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი საკითხები.

მუხნარის ტყის გამწვანების პროექტზე აქტიურად მუშაობდა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ეკოლოგი, რომელმაც შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შეარჩია დარგვის პერიოდი და ხეების სახეობა.

„ქართული მუხის ხის ენდემური სახეობა შეირჩა მუხნარის ტყის კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით. აღნიშნული აქციით, ჩვენ მცირე წვლილს შევიტანთ მუხნარის ტყეში მუხის ხეების შენარჩუნებისთვის, რადგან ზოგადად მუხა წითელ წიგნშია შეტანილი,“ - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ეკოლოგმა მარიამ მჭედლიშვილმა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ ცენტრალური ფილიალის და რიონჰესის თანამშრომლებმა. კომპანია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას.


ნანახია: 2118-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საღორიის ტყეში მუხნარის გადარჩენის, აღდგენისა და დაცვის მიზნით, „ენერგო–პრო ჯორჯია“ კომპანიის მფლობელობაში არსებული რიონის
წლების წინ გაუვალი ტყის ტერიტორია დღეს განადგურებულია.
აქციის ფარგლებში, 30-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
საფასურის გაზრდას ენერგოკომპანია ითხოვს.
საფიჩხიის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანია შპს „მშენსერვისის“ მიერ წარმოებული მიწისქვეშა სამუშაოებისას დაზიანდა

ამინდი