Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიგრაციისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ემიგრანტებისთვის პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს

თარიღი : 6-04-2016, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თავჯდომარეობით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიგრაციისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ სამუშაო ჯგუფში ჩართული უწყებები: საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი უწყებები, საერთაშორისო ორგანზიაციები: GIZ; IOM; ICMPD; UNAG და მოწვეული სტუმრები.

შეხვედრა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ გახსნა. მან დიასპორის, როგორც ზოგადი ფენომენისა და საზოგადოებაში დიასპორის არსის გაგების ამაღლებაზე ისაუბრა. გელა დუმბაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად ღონისძიებებზე, სამუშაო ფორმატებსა და მიმართულებებზე, რომლის ირგვლივაც აპარატი ახორციელებს დიასპორასთან მიმართებით თავის საქმიანობას, ისაუბრა ახალ პროგრამებსა და პროექტებზე დიასპორის პოტენციალის სამშობლოში მოსაზიდად. მან აღნიშნა სამთავრობო სტრუქტურებთან პარიტეტული თანამშრომლობის მნიშვნელობა, დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო აპარატის მიერ ინიცირებული და საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ჰუმანური აქტის მნიშვნელობა, საზღვარგარეთ გარდაცვლილ თანამემამულეთა სამშობლოში ჩამოსვენებასთან დაკავშირებით.

მიგრაციისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა მოწვეულ სტუმრებს განსახილველ საკითხთა ნუსხა გააცნო, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავდა: დიასპორელი ინვესტორის გზამკვლევი; დიასპორელი ბიზნეს მენტორები; საქართველოში მუდმივად დაბრუნებისას კუთვნილი ნივთების განბაჟება; ფინანსურ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებელი მიზნობრივი ტრენინგ-პროგრამები და სხვა.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის გაიმართა დისკუსია, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი და დიასპორის მიერ აღნიშნული საკითხის სწორად გასააზრებლად საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება; საქართველოში მუდმივად დაბრუნებისას კუთვნილი ნივთების განბაჟების, პენსიის, სოციალური დაცვის, განათლების აღიარების საკითხები.

გამოითქვა მოსაზრება თითოეული უწყებების პროფილური მიმართულებებისა და თემატიკური ჯგუფების შექმნის თაობაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს თითოეული უწყების აქტივობა, საკითხების ირგვლივ ხედვის ჩამოყალიბება და მოხდეს აზრთა გაცვლა, რათა ჩამოყალიბდეს საერთო პოლიტიკა და ერთიანი ხედვა დიასპორის კომპონენტის გათვალისწინებით.


ნანახია: 934-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებს და იურისტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
აქციის ორგანიზატორია ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი.
საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგა სათავეში. კაბინეტის ერთადერთი ახალი წევრი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე
პატრიარქის თქმით, ყველა ემიგრანტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია, ფიქრებით მუდამ სამშობლოში უნდა იყოს.
პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი