ჭიათურის თეატრს რუსული დრამატული თეატრი 'ალუბლის ბაღით' ეწვევა
თარიღი : 6-04-2016, 11:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

13 აპრილს, 18 საათზე, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი გასტროლს გამართავს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წარმოდგენილი იქნება ანტონ ჩეხოვის პიესა – „ალუბლის ბაღი.“ სპექტაკლი რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ განახორციელა, მთავარი გმირის – ლუბოვ რანევსკაიას როლს საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი გურანდა გაბუნია ასრულებს.
სპექტაკლი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსული კლუბის“ მხარდაჭერით დაიდგა.