2016 წლის შემოდგომაზე ჭიათურას ახალი საბაგირო ექნება
თარიღი : 6-04-2016, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები

მიმდინარე წელს ჭიათურაში ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის სამგზავრო საბაგირო გზების ასაშენებლად დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდება ორი სადგური, ერთი მათგანი სამმხრივი, მეორე კი ერთმხრივი იქნება. თანამედროვე გონდოლები ნაგუთის, ეგრეთ წოდებული სანატორიუმის, 9 აპრილისა და აღმაშენებლის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებს. პროექტის გამხორციელება გაზაფხულიდან დაიწყება და 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება.