Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საცხენოსნო კლუბის გადარჩენის წარუმატებელი მცდელობა-რას უპირებენ კლუბს?

თარიღი : 5-04-2016, 19:58 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ ქალაქის კუთვნილი საცხენოსნო კლუბის გასხვისება გადაიფიქრა.

როგორც ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, ქუთაისის მერია არც საცხენოსნო კლუბის გასხვისებას და არც კლუბის ცხენების ზოოპარკისთვის გადაცემას გეგმავს (აღნიშნულზე ქალაქის ხელისუფლებაში დაახლოებით ერთი წლის წინ საუბრობდნენ).

ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ნინო უჩაძის თქმით, კლუბის გადარჩენის მიზნით, გაერთიანება ხანში შესული ცხენების გაყიდვასა და მათ ნაცვლად, 2-3 ახალგაზრდა და ჯანმრთელი ცხენის ყიდვას გეგმავს.

,,კლუბის გასხვისება არ განიხილება და მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ განახლდება ცხენების რესურსი,"- აცხადებს ნინო უჩაძე.

საცხენოსნო კლუბ "იმედისა" და მისი 8 თანამშრომლის შენახვა ქალაქის ბიუჯეტს წელიწადში 35 ათასი ლარი უჯდება. აღნიშნული თანხა წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 15 000 ლარით არის შემცირებული. გამომდინარე იქედან, რომ ქალაქისათვის კლუბის როლი მისი ბინადრების კარგ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, საცხენოსნო კლუბის ბინადართა განახლების მცდელობა ქუთაისის მერიას ორჯერ ჰქონდა, თუმცა მცდელობა ორივე ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა. კერძოდ, 2015 წელს კლუბის ცხენები სამხარაულის ექსპერტის ბიუროს წარმომადგენლებმა შეაფასეს და თითო ცხენის ღირებულება 300-400 ლარით განისაზღვრა. ამის შემდეგ ცხენების გაყიდვის მიზნით, აუქციონი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ორივე ჯერზე ჩაიშალა.

"ამის შემდეგ ააიპმა ქალაქის მერს წერილით მიმართა, რათა შესაბამის სამსახურს ცხენების გადაფასება მოეხდინა. პროცედურის შემდეგ, ცხენები უფრო მაღალ თანხად შეფასდა და ისინი დღემდე არ გაყიდულა. საცხენოსნო კლუბის რემონტი და განვითარება ცხენების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მიუხდავად ამისა, კლუბში უკვე ჩაისვა ფანჯრები, ხოლო ახლო მომავალში ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და შენობის ტოლით გადახურვა იგეგმება," - ამბობს ნინო უჩაძე.

მერიისგან მიღებული დაფინანსების გარდა, სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში საცხენოსნო კლუბის მიერ შემოსავლების საკუთარი რესურსით მოპოვების გარკვეული გეგმაც აქვთ. როგორც ნინო უჩაძე ამბობს, კლუბს უფლება აქვს ცხენები კომერციული მიზნით გამოიყენოს.

"ხშირია დაინტრესება მშობლების მხრიდან, რომელთაც ცხენები ბავშვების სამკურნალოდ ესაჭიროებათ. დაინტერესების შემთხვევაში, ხელშეკრულება ნებისმიერ მსურველთან დაიდება და შემოსული თანხა კვლავ საცხენოსნო კლუბს მოხმარდება," - ამბობს ნინო უჩაძე.

ცნობისთვის, ქუთაისის საცხენოსნო კლუბში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლებაც კლუბის მდგომარეობის მოგვარების მიზნით, სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა. იყო საუბარი კლუბის დახურვაზე. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კლუბზე მზრუნველობის აღება ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს საპატრიარქოს სთხოვა, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ შეთავაზებაზე უარი თქვეს. ამ ეტაპზე კლუბის პრობლემების მოგვარების კონკრეტული თარიღი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება საცხენოსნო კლუბის არგასხვისების შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1346-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საცხენოსნო კლუბი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შედის.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ქალაქი საცხენოსნო კლუბს მხოლოდ სამი-ოთხი თვის მანძილზე შეინახავს.
ტურნირში მონაწილეობას საქართველოში არსებული საცხენოსნო კლუბები იღებდნენ.
ქალაქის მერიაში იმედოვნებენ, რომ აუქციონის შედეგად კლუბი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდება.
საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფრუიძე ამბობს, რომ კლუბს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს.
კლუბი, რომლის მიზანს ახალგაზრდა თაობებში მეკლდეურობისა და ალპინიზმის პროპაგანდა, ექსტრემალური, სამთო და სამოგზაურო ტურების
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი