Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში გამგებლის წარმომადგენლის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა

თარიღი : 5-04-2016, 17:57 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქალაქ ვანში გამგებლის წარმომადგენლის, ვლადიმერ ხელაძის ხელმძღვანელობით, წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონის და სოსანას სახელობის ტაძრის მიმდებარე სკვერში, ცენტრალური მოედნის და სპორტსკოლის ეზოში ელდარის ჯიშის ფიჭვები დაირგო.

ფიჭვის ნერგები საჩხერის სანერგე მეურნეობის დირექტორმა ნუგზარ ჩხეიძემ უსასყიდლოდ გადასცა აქციის მონაწილეებს.

გამწვანების აქციაში დეკანოზმა მამა პეტრე გიორგაძემ, ვანის ადმინისტრაციის და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მუსიკალურმა ჯგუფმა „არგომ“ და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, განმწავნების აქცია მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს.


ნანახია: 1823-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამგეობის მიერ ორგანიზებული აქციის ფარგლებში ბულვარის ტერიტორიაზე დეკორატიური ბზის ნერგები დაირგო.
აქციის ფარგლებში სოფელ ხრეითში 7 ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო.
აქციის ფარგლებში ახალი ნერგები დაირგო ქალაქის საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, დევნილთა სამხედრო დასახლებისა და მეორე

ამინდი