ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის ცარიელ აუზში ბავშვებს ფიზკულტურის გაკვეთილები უტარდებათ
თარიღი : 5-04-2016, 17:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ე.წ. საღორიის დასახლებაში არსებულ 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფიზკულტურის გაკვეთილები სკოლის ეზოში არსებულ ცარიელ საცურაო აუზში უტარდებათ. როგორც სკოლის მოსწავლეებმა იმერეთის მთავარ საინფრომაციო სააგენტო topnews.com.ge-ს განუცხადეს, ცარიელ აუზში გაკვეთილებს უკვე წლებია გადიან.
"ამ აუზში ჩავდივართ და ვთამაშობთ ხოლმე. ისე კარგი იქნებოდა აუზში წყალი იყოს, უფრო გავერთობოდით,"- ამბობს 33-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.
სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს და მედიასთან კომენტარს იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ მას განათლების სამინისტრო დაავალებს.
ე.წ. საღორიის დასახლებაში მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ არათუ სკოლის ეზოში, არამედ მთელს დასახლებაში ღია ტიპის სპორტული დარბაზი არ არსებობს, რის გამოც ბავშვები ალტერნატიულ ადგილებს ეძებენ.
"ბავშვები ხან გარაჟის თავზე თამაშობენ, ხან კიდევ კორპუსის სახურავზე. მოედანი ამხელა დასახლებაში საერთოდ არ გვაქვს,"- ამბობს ადგილობრივი მანანა ლევიძე.
ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით 150-მდე სპორტული მოედანია და ქალაქის მასშტაბით მომავალშიც იგეგმება ღია, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა.