სპორტის საერთაშორისო დღე ვანში გარბენით აღნიშნეს
თარიღი : 5-04-2016, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარბენი მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. სპორტული მარათონი ძალზედ საინტერესო და სახალისოც აღმოჩნდა, ვინაიდან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მონაწილეები იყვნენ წარმოდგენილები. I , II, III ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის ბიჭებში:
I ადგილი-ჯუმბერ გაბუნია;
II ადგილი-ნუკრი ხურციძე;
III ადგილი-რატი მეფარიშვილი.
უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის გოგონებში:
I ადგილი-მარი ფაცაცია;
II ადგილი-მონიკა ქიმუცაძე;
III ადგილი-თამუნა ჩიტავა.
უფროსი ასაკობრივი ჯგუფის ბიჭებში:
I ადგილი-ვახო შენგელია;
II ადგილი-გიორგი გვენეტაძე;
III ადგილი-ლევანი კოპალეიშვილი.
უფროსი ასაკობრივი ჯგუფის გოგონებში:
I ადგილი-თამთა ღვინიანიძე;
II ადგილი-სალომე კოპალეიშვილი;
გამოვლინდა აგრეთვე ყველაზე პატარა მონაწილე ანა კოპალეიშვილი.
ღონისძიების მონაწილეებს სერტიფიკატები, მედლები და სომბოლური ბროშები კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდული სამსახურის უფროსმა ირაკლი ჭაფოძემ, ამავე სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზვიად მინაშვილმა და მწვრთნელმა ვალერი როხვაძემ გადასცეს. სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს მარათონში მონაწილეობისათვის და მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე დასძინა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
უნდა აღინიშნოს, რომ სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება შემოღებულ იქნა 2013 წლის 23 აგვისტოს გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე. ამ დღესთან დაკავშირებით სპორტისა და ახლაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ორგანიზებით იმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და სპორტულ ღონისძიებებში მათ ფართო და მასობრივ ჩართულობას.
NS