"მომავალ თაობაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ მათი კეთილდღეობისთვის"
თარიღი : 5-04-2016, 17:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრას გამგებელი ზაზა ხურციძე, მოადგილე ლაშა გიორგაძე და ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი გვანცა სიგუა ესწრებოდნენ.
საქმე ეხება სოფელ ინაშაურში საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხს. აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მიმდინარეობისას გახდა ცნობილი. დღეს კი გამგებელი ზაზა ხურციძე საკითხისადმი მოსახლეობის გაზრდილი ინტერესის გამო სოფელ ინაშაურში იმყოფებოდა და აღნიშნულთან დაკავშირებით პირადად მოისმინა ადგილობრივების აზრი.
როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს: სოფელში ბაღის ასაკის ბავშვების საკმარისი რაოდენობაა, რომლებიც საბავშვო ბაღში სიარულს ვერ ახერხებს, რადგანაც ძველი ბაღის შენობა ფაქტიურად დანგრეულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, შეხვედრაზე ასევე საბავშვო ბაღის განსათავსებელად ალტერნატიული ფართის მოძიების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს გამგებელმა ზაზა ხურციძემ გამოთქვა მზაობა დაეხმაროს მოსახლეობას პრობლემის გადაჭრაში.
„შესაბამისი სამსახურები დეტალურად შეისწავლიან საკითხს, როდესაც დადასტურდება სოფელში საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის აღსაზრდელთა საჭირო კონტიგენტის არსებობა, ამის შემდეგ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სოფელ ინაშაურს ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებული საბავშვო ბაღის შენობა. მომავალ თაობაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი კეთილდღეობისთვის,“- განაცხადა გამგებელმა ზაზა ხურციძემ.
NS