Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ დგას ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე ტაძრის უკან?

თარიღი : 5-04-2016, 15:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქვეყანაში მშენებარე ტაძრების რიცხვი მზარდია. ტაძრების ნაწილი საზოგადოების თანადგომით, ნაწილიც კიდევ კერძო პირების ინიციატივით შენდება. ერთ-ერთი ასეთი ტაძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოსა და მისი მშობლების-ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძარი.

ტაძრის მშენებლობა 2005 წელს საკუთარ მიწაზე, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა ამბერკი დვალიშვილმა დაიწყო.

,,ჩემს მოძღვართან მამა რევაზთან მივედი და ვესაუბრე ჩემი სურვილის შესახებ. პროექტი არ გაკეთებულა საპატრიარქოს მიერ, სამოქალაქო არქიტექტორმა დააპროექტა და მეც ვიყავი ჩართული მონახაზის შედგენაში. საბოლოოდ პროექტი საპატრიარქოში დამტკიცდა და შემდეგ დაიწო მშენებლობა. მიწა ქუთაისის ეპარქიას გადაეცა და შესაბამისად, ტაძარიც უკვე ეპარქიის საკუთრებაა. ტაძრის ხელმძღვანელი მამა რევაზი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაცვლილია. ჩემს შვილს ჰქვია ნინო და ამიტომაც გადავწყვიტე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის აგება. საბოლოოდ, მეუფესთან შეთანხმებით ტაძარი წმინდა ნინოსა და მისი მშობლების სახელობისაა,“- აცხადებს ამბერკი დვალიშვილი.

რამდენია მშენებლობისთვის გაღებული ინვესტიცია?
უნდა ითქვას, რომ ამ ტაძრის მშენებლობისთვის არ ყოფილა საბანკო ანგარიში გახსნილი, მთლიანად ჩემი პირადი ინვესტიციაა და არც დამითვლია რამდენი დაიხარჯა. ასევე, იყვნენ ადამიანები, რომელთაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ თავიანთი სურვილით აკეთებდნენ ხოლმე შემოწირულობებს სამშენებლო მასალების სახით. მშენებლობას ჩემი მეგობარი ანანია გელავა ხელმძღვანელობდა.

რატომ არ იყო საზოგადოება ინფორმირებული აქამდე ამ ფაქტის შესახებ?
ფაქტი არ დამიმალია, მაგრამ არც არვის გამოუთქვამს ინტერესი მოეძიებინათ ვინ აშენებდა, არც მშენებლობის დასაწყისში და არც ახლა, მშენებლობის მიმდინარეობისას. პირიქით, ხელის შეშლის მომენტები უფრო იყო. ქუთაისში ,,ხანძრების პერიოდი" როცა იყო, ტაძარში ბოლო სართულზე, სადაც მასალები ეწყო, ცეცხლი გაჩნდა. საბედნიეროდ, დროულად შეძლეს ხანძრის ჩაქრობა და მხოლოდ მასალები განადგურდა. აბსურდული მიზეზი მოიფიქრეს, ალბათ ბავშვები თამაშობდნენო. იქ არც ელექტროენერგია იყო და ვერც ბავშვები ითამაშებდნენ.

ტაძრის მშენებლობა იმ პერიოდში დავიწყე, როცა მიზანმიმართულად ებრძოდნენ ეკლესიას. ინიციატივა იყო ჩემი და ვთქვი-ავაშენებ და შემდეგ ყველამ მისი სურვილის მიხედვით გააკეთოს შემოწირულობა-თქო,“ - აცხადებს ამბერკი დვალიშვილი.

მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოსა და მისი მშობლების სახელობის ეკლესია ეპარქიას გადაეცა, ტაძარს წინამძღოლი დაენიშნა. წმინდა ნინოსა და მისი მშობლების სახელობის ეკლესიის წინამძღოლი იქნება მამა ზენონი, რომელიც ამჟამად ტაძარში მიმდინარე სამუშაოებსაც ხელმძღვანელობს.

„სანამ მშენებლობას მე ჩავიბარებდი, მანამ სამუშაოებს სხვა ხელმძღვანელობდა. გარკვეული შემოწირულობები დამხვდა-ხის მასალა და მთავარი ზარი, რომელიც მეუფემ შემოწირა ტაძარს. მიმდინარე სამუშაოები კი სხვა ადამიანების შემოწირულობებით გრძელდება. ძალიან მეხმარებიან ჩემი მეგობრები, ნათესავები და სრულიად უცხო ადამიანებიც. ასევე, ძალიან მეხმარება დედაჩემი, რომელიც ამჟამად იტალიაშია. მალე დავასხამთ მოზაიკას, ხატები და რკინის კარებები გვაქვს და ღვთისა და კეთილი ადამიანების შეწევნით, ტაძარსაც მალე გავხსნით"-განაცხადა მამა ზენონმა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160405150436.png


წმინდა ნინოსა და მისი მშობლების სახელობის ტაძარში ძირითადი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და სავარაუდოდ, ტაძარი ორ თვეში გაიხსნება.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 5791-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა ამბერკი დვალიშვილმა ტაძრის მშენებლობა 2005 წელს საკუთარ მიწაზე დაიწყო.
სოფელ თაბაგრების ტაძრის მშენებლობა მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ დროისათვის დროებით შეჩერებულია და ის გაზაფხულიდან განახლდება.
უწმინდესმა შესთხოვა უფალს, უფალმა მამა გაბრიელის ლოცვებით წყალობა მოიღოს საქართველოზე.
სამტრედიაში, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის დღესთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხონისა და
წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაძე ახალი ტაძრის საძირველის მშენებლობა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აკურთხა.

ამინდი