იმერეთში ჩაის პლანტაციების აღსადგენად დაინტერესებულ პირებს ეძებენ
თარიღი : 5-04-2016, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის რეგიონში არსებული ჩაის პლანტაციების აღსადგენად რეგიონში არსებულ რამდენიმე იურიდიულ პირთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ topnews.com.ge-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
როგორც სააგენტოს მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ლომიძემ განუცხადა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს ბენეფიციარი ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან, სადაც შემორჩენილია ჩაის პლანტაციები.
„ამ ეტაპისათვის იმერეთში პროექტი განხორციელებული არ არის, თუმცა ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს იმერეთის რეგიონში რამოდენიმე იურიდიულ პირთან. ზოგადად, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს ბენეფიციარი ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან, სადაც შემორჩენილია ჩაის პლანტაციები“.
პროექტის პირველი წლის ბიუჯეტი 3 500 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წილის ბიუჯეტს, ის მიმდინარე წელს გამოყოფილი სახსრების გახარჯვის შესაბამისად განისაზღვრება.
„ამ ეტაპზე უკვე არსებობს მიღებული განაცხადები და ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს პროექტში ჩასართავად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან,“ - აცხადებს ნიკოლოზ ლომიძე.