Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმიჯშელახული 'ტორპედო' და დუმილის უფლებით მოსარგებლე გუნდის მთავარი დამფინანსებელი

თარიღი : 5-04-2016, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რამდენიმე დღეა ქუთაისის “ტორპედოში“ განვითარებულმა მოვლენებმა რიგითი მოქალაქები და პოლიტიკოსები თანაბრად აალაპარაკა. საქმე იმ ცვლილებებს ეხება, რომელიც საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელებმა ცოტა ხნის წინ განახორციელეს. კონკრეტულად კი გუნდში ორი ახალი, ირანელი ფეხბურთელი მიიყვანეს.

ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თავად ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბშიც. ისინი ამ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, გუნდის ხელმძღვანელობა გააკრიტიკეს და „ტორპედოს“ ფინანსურ მხარდამჭერ ქალაქის მერიას და მერს შოთა მურღულიას გუნდის პრესტიჟის დაცვის თხოვნით მიმართეს. საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები მერისგან სამსახურიდან ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ, ვინც ირანელი ფეხბურთელები მათ კლუბში მიიყვანა.

„ჩვენ, ფანები მივმართავთ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, უახლოეს დღეებში ჩვენი კლუბიდან განთავისუფლებული იქნას ყველა ის ადამიანი, ვინც ირანელი ''ფეხბურთელების'' ჩვენს კლუბში მოყვანაში მიიღო მონაწილეობა. მათი აქ ყოფნა სხვა მიზნებს ემსახურება, რაც ჩვენთვის და ქალაქისთვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია“ (ამონარიდი განცხადებიდან).

აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღე გავიდა, ფანკლუბის მიმართვას კი პასუხი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის, ირანელი ფეხბურთელების დუბლებში გადაყვანა მოხდა. ფაქტმა „ტორპედოს“ გულშემატკივრები თავიანთ ეჭვებზე კიდევ უფრო აალაპარაკა.

„დუბლებში გადაყვანა საქმის „მიფართხვას“ ჰგავს. დროებით რომ გააჩერო ვიღაც. თუ კი ისინი რაიმე ღირებულის, თამაშის გამო იყვნენ მოყვანილი, ჩვენს ნათქვამზე მათ დუბლებში არ გადაიყვანდნენ,“-განაცხადა ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბის წევრმა დავით კურტანიძემ.

ფანკლუბის წევრების მსგავსად, ფეხბურთელების ჩამოყვანის განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობს „ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის“ ქუთაისი ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

„პირველი წარუმატებელი წრის დასრულების შემდეგ, გუნდმა განახორციელა სრულიად უაზრო საკადრო პოლიტიკა, რაც უკვე აისახა მეორე წრის დაწყებისთანავე. ჩვენს მიერ გადახდილი 2 მილიონზე მეტი ლარი არ უნდა იხარჯებოდეს გაურკვეველი მიმართულებით. არსებული მენეჯმენტი და მიდგომა ვერ მოგვიტანს კონკრეტულ შედეგს,“-აცხადებს თემურ ცამციშვილი.

„ახლა ქუთაისის „ტორპედო“ არის მე-8 ადგილზე, დარჩენილია 10 ტური. ამ დროს, როცა ფეხბურთელი მოგყავს, გათვლა უნდა გქონდეს ან მომავალზე ან უნდა ჩამოიყვანო მაღალი დონის ფეხბურთელი. ეს ირანელები არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელები. 4 წელია მათ ფეხბურთი არ უთამაშიათ. ისინი ვერ შეძლებენ მაღალ დონეზე თამაშს და ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებას. ამ ცვლილებებით გაუარესდა მდგომარეობა. როცა სიტუაცია ირევა, ეს მთელ შემადგენლობაზე გადადის. როცა ფეხბურთელი მოგყავს და მას ახარჯავ ბიუჯეტს, რომლის თამაშიც არ იგეგმება, ეს არის უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბის პირდაპირი შეურაცხყოფა. ამიტომ ჩვენ მივმართეთ ქუთაისის მერს და როგორც ვიცით, ის ამ დღეებში აპირებს ჩვენთან შეხვედრას,“-განაცხადა ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბის წევრმა დავით კურტანიძემ.

ირანელ ფეხბურთელებს ამ დროისთვის დუბლებში ასპარეზობა ხვდათ წილად, ქუთაისელ გულშემატკივრებს კი გუნდის მთავარი დამფინანსებლის, ქუთაისის მერიისგან გუნდის პრესტიჟის დაცვის მოლოდინი. მიუხედავად თემის სირთულისა და ბუნდოვანებისა, ამ ეტაპზე მიმართვის ადრესატი, ქალაქის მერი შოთა მურღულია კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 1653-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მოგვიწევს უკიდურესი ზომების მიღება".
'ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის' ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი საფეხბურთო კლუბ 'ტორპედოს' მიერ საჩხერის 'ჩიხურასთან' განცდილ
ქალაქის ხელმძღვანელობამ კლუბში საკადრო ცვლილების გატარების გადაწყვეტილება ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში, ქუთაისის ”ტორპედოს”
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ახალწვეულების დამატების პარალელურად, გუნდიდან მოთამაშეების გაშვებას
გუნდის სამომავლო გეგმებზე ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ისაუბრეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ გულშემატკივრები 100 ლარიდან 500 ლარამდე დააჯარიმა.
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი