მითხარი, როგორ ატარებ მანქანას და გეტყვი, როგორი ადამიანი ხარ
თარიღი : 4-04-2016, 19:21 | კატეგორია: ახალი ამბები

მითხარი, როგორ ატარებ მანქანას და გეტყვი, როგორი ადამიანი ხარ,- ქუთაისში ტომ ვანდერბილთის წიგნის -"საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ (და რას ამბობს ეს ჩვენს შესახებ)“ თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
იცოდით, რომ ავარიების უმეტესობა მზიან ამინდში ხდება? იცოდით, რომ ხშირად ვტყუვდებით, როცა გვგონია, გვერდითა ზოლში უფრო სწრაფად მიდიან მანქანები? იცოდით, რომ კორუმპირებულ ქვეყნებში მანქანებსაც სხვაგვარად ატარებენ? ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კითხვების, რომლებზე პასუხებსაც ეს წიგნი იძლევა. წიგნი „რადარამიმ“ გამოსცა. აღნიშნული გამომცემლობა მკითხველებს თანამედროვე არამხატვრულ ბესტსელერებს ქართულად ხშირად სთავაზობს.
,,ეს არის ჩვენი მე-16 წიგნის პრეზენტაცია და გვინდა, რომ ქართველი მკითხველი ჩაერთოს იმ დისკუსიებში, რომლებიც ამჟამამად მსოფლიოში მიმდინარეობს,''-აცხადებს ორგანიზაცია „რადარამის“ აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ადუაშვილი.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, წიგნი იქნება საინტერესო ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც საგზაო მოძრაობაში დიდი დროის გატარება უწევს, იქნება ეს მძღოლი, მის გვერზე მჯდომი თუ ქვეითი. წიგნი საჩუქრად გადაეცა ყველა იმ ადამიანს, ვინც წიგნის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, მსურველებს წიგნის შეძენა „ბიბლუსის“ მაღაზიებში შეეძლებათ, ხოლო გარკვეული რაოდენობა ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს გადაეცემა.
„ჩვენ ვიყავით სამტრედიაში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში. უკვე მესამედ ვართ ქუთაისში და ყოველთვის ვცდილობთ ყოველი ახალი ნათარგმნი წიგნი რეგიონებში წარვადგინოთ,"-აცხადებს მარიამ ადუაშვილი.
მომავალში „რადარამი“ ქუთაისში, კიდევ ერთი ახალი წიგნის თარგმანის პრეზენტაციას გეგმავს. წიგნი გენდერის თემასა და ქალთა უფლებებს ეხება. გარდა ამისა, ორგანიზაციის ახალი ინიციატივა მათი წიგნის მკითხველთა ერთმანეთთან დაკავშირებას წარმოადგენს. ინიციატივის ფარგლებში, შეიკრიბებიან ის ადამიანები, რომლებიც დაახლოებით ერთდროულად კითხულობენ ამა თუ იმ წიგნს და ერთმანეთს თავიანთ იდეებს გაუზიარებენ.
ნათია სვანიძე