ვანში, მილიონიანი ინვესტიციით დაფნის საწარმო იხსნება
თარიღი : 4-04-2016, 19:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანის მუნიციპალიტეტში, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, დაფნის მშენებარე საწარმოს ესტუმრნენ.
აღნიშნულ საწარმოში პირველ ეტაპზე 30 – მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო დაფნას 1000 – მდე ადგილობრივი ბენეფიციარისგან შეისყიდიან.
ობიექტის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია და უახლოეს მომავალში საწარმო ინვენტარით აღიჭურვება.
დაფნის საწარმო, რომელშიც სულ მილიონი ლარია ჩადებული, ფუნქციონირებას სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეძლებს.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მასალაშია ნათქვამი, დაფნის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ვანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივების დასაქმებასთან ერთად, დაფნის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.