რას პასუხობს ქუთაისის მერია კაფე 'არგოს' მშენებლობის მოწინააღმდეგეებს?
თარიღი : 4-04-2016, 17:15 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს.
შეჩერდეს ,,ოქროს ჩარდახთან ''მიმდინარე მშენებლობა - ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფიგი გამართეს. "ევროპა ჩვენი სახლიასა" და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიისაგან კაფეს ასაშენებლად გაჩუქებული მიწის ქალაქის ისტორიულ კუთვნილებაში დაბრუნება მოითხოვეს.
ქუთაისის მერიაში არასამთვრობოების პასუხას აცხადებენ, რომ “არგოს“ ფორმის კაფეს მშენებლობის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არის შეთანხმებული და მშენებლობა ზიანს არ აყენებს მდინარე „რიონის“ სანაპირო ზოლს.
"2010 -2013 წლებში, მაშინ როდესაც ქალაქის საკრებულოს ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მოგვიანებით „პატრიოტთა ალიანსი“ მართავდა, მოხდა ერთ-ერთი სკვერის, „სამი ოთარის“ მიმდებარე ტერიტორიის სარგებლობის უფლებით გაცემა. მაშინდელმა საკრებულომ ერთ დღეში ამ სკვერთან ერთად მოახდინა რამდენიმე სკვერის ერთდროულად აღნაგობის უფლებით (აღნაგობის გაცემის უფლება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებას გულისხმობს) გაცემა. თითოეული გაცემული სკვერი მინიმუმ 30 წლით სარგებლობას ითვალისწინებს. ამრიგად ახლანდელ ხელისუფლებას შეიძლება ითქვას რთული მემკვიდრეობა ერგო. 2014 წელს მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია პრინციპულად შეეწინააღმდეგა „სამი ოთარის“ სკვერში რაიმე ფორმით მშენებლობების დაწყებას. ასევე მკაცრი იყო საზოგადოებისა და მესამე სექტორის პოზიცია. გამომდინარე აქედან შოთა მურღულია არაერთხელ შეხვდა შ.პ.ს „ანასტასიას“ მფლობელებს და აღნიშნული ტერიტორიის საკითხის შესწავლა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სკვერში შ.პ.ს. „ანასტასიას“ მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობა რომ არ განეხორციელებინა ალტერნატიული ფართის ძებნა დაიწყო. დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა სანაცვლო ტერიტორიის მოძიებას. საბოლოოდ ტერიტორია მოძებნა შ.პ.ს „ანასტასიამ“, რომელიც რუსთაველის 9 „ბ“ ში მდებარეობს. მოცემული ტერიტორია არ არის დატვირთული მწვანე საფარით, არ იჭრება არცერთი ხე და იგი 170 კვადრატული მეტრით ნაკლებია, ვიდრე „სამი ოთარის“ სკვერის ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწარმე “არგოს“ ფორმის კაფეს აშენებს. პროექტი გარდა იმისა, რომ შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ასევე ზიანს არ აყენებს მდინარე „რიონის“ სანაპირო ზოლს, რაც დადასტურებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ. კაფე "არგო"-ს პროექტი ითვალისწინებს ერთი სართულის (მსუბუქი კონსტრუქცია) მშენებლობას. შესაბამისად, ამ თემით სპეკულირება მიგვაჩნია პოლიტიკურად მართულ პროცესად. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებები კი ცილისმწამებლურია. მით უფრო ზოგიერთი ორგანიზაცია ვინც ოპონირებას გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ პირმშოა, ხოლო „სამი ოთარის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია კი სწორედ მათი პარტიული წევრების მიერ გაიცა, სარგებლობის უფლებით," - ნათქვამია განცხადებაში.