გია თევდორაძე: 'ქართული ოცნების' თავს გასაოცარი და საკვირველი არაფერი ხდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
თევდორაძის თქმით, მისთვის, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, "ქართული ოცნების" დაშლა მოულოდნელი არ ყოფილა.
თევდორაძის თქმით, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა ამ ეტაპზე კოალიციაში შემევალი პარტიებისთვის მისი სახელით საპარლამენტო მანდატების მინიჭება ვერ გაიმეტა.
"მე ვფიქრობ მოულოდნელი, საკვირველი და გასაოცარი არაფერი ხდება კოალიცია "ქართული ოცნების" თავს, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, ბიძინასა და ფულის ირგვლივ შეკრებელი ეს პარტიები დაიშლებოდნენ და მიმოიფანტებოდნენ. ამ ადამიანებს ფულის გარდა, ჰქონდათ ერთი ამოცანა: გაელაშქრათ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად გადაწყვიტა, რომ პარტია "ოცნებაში" მარგინალ ჯგუფს, ვგულისხმობ ვოლსკსა და მეჭიაურს, დაეყრდნოს და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს საპარლამენტო მანდატი აღარ მისცეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ "ეროვნული ფორუმი" ამ გაყოგა-გამოყოფაში უფრო ღირსეული გამოჩნდა, რადგან მათ თქვეს, რომ ისინი ტოვებენ კოალიციას, ასევე, ტოვებენ თანამდებობებს და მიდიან ოპოზიციაში. "რესპუბლიკური პარტია" კი ჩვეული ორმაგი სტანდარტებით აცხადებს, რომ რჩება ხელისუფლებაში და თან კოალიციიდან გადის,"- აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე.