Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერს არასამთავრობოები წერილით მიმართავენ

თარიღი : 4-04-2016, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შეჩერდეს ,,ოქროს ჩარდახთან ''მიმდინარე მშენებლობა - ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფიგი გამართეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისის მერიისაგან გაჩუქებული მიწის ქალაქის ისტორიულ კუთვნილებაში დაბრუნებას მოითხოვენ.

,,ნიკა ლატარიას თქმით, აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება კეთილი განზრახვა იყო, მაგრამ ჩნდება კითხვა: ნიკა ლატარია ნებისმიერ ჩვენგანს კეთილი განზრახვით ქალაქის ცენტრში მოგვცემს მიწის ნაკვეთს,?’’- აცხადებს ,,ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელი გია გოქაძე.

,,ევროპა ჩვენი სახლია“-ს წარმომადგენლების თქმით, მათ უკვე მოამზადეს წერილი ქუთაისის მერის შოთა მურღულიას სახელზე, რომელსაც ათი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. მათივე განცხადებით, თუ პასუხი მალევე არ იქნა გაცემული, ისინი თავადვე, ერთობლივი ძალებით დაიწყებენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე ფიქრს.

,,საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლის სულხან ქობულაძის განცხადებით, დღეს ქალაქ ქუთაისს არ ჰყავს მთავარი არქიტექტორი და აღნიშნული ტერიტორიის გაჩუქების ნებართვა არა კონკრეტულმა პიროვნებამ, არამედ ადმინისტრაციულმა სამსახურმა გასცა.

,,ჩვენ არ ვართ მშენებლობების წინააღმდეგი, თუმცა მოქალაქეებს გემოვნებას არ უნდა ვუზრდიდეთ ჭამის კუთხით. გვინდა, ეს ტერიტორია მოქალაქეებმა დასასვენებლად გამოიყენონ,“- აცხადებს არასამთვარობო ორგანიზაცია ,, თაობათა დიალოგის“ წარმომადგენელი გვანცა თოთაძე.

სამოქალაქო სექტორის წარმომაგენლები მოითხოვენ, რომ უმოკლეს ვადაში გაუქმდეს მშენებლობის ნებართვა. სკვერებში არსებული სავავალო მდგომარეობის აღმოსაფხვრელად კი აიკრძალოს მასში პარკირება.

ნათია სვანიძე



ნანახია: 2141-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად სკვერში არსებული მდგომარეობა მძიმეა და ის პარკირებისთვის გამოიყენება.
შეჩერდეს 'ოქროს ჩარდახთან' მიმდინარე მშენებლობა - ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფიგი გამართეს. 'ევროპა ჩვენი
განცხადებას კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მშენებლობა გარკვეული პოლიტიკური პირების ინტერესებში შედის.
'გაუქმდეს სკვერში მშენებლობის ნებართვა' და 'კეთილმოეწყოს სკვერი,'–ეს არის დაგეგმილი აქციის მთავარი მესიჯები.
სანამ ქუთაისის მერია 437 წერილის ქარ-ცეცხლშია გახვეული, უპასუხოდ დარჩენილი მოქალაქეები კი ისტორიული ძეგლის დაცვას ითხოვენ, მანამ

ამინდი