ქუთაისელი მოსამართლე, რომელმაც მარიხუანას მოხმარებისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა
თარიღი : 4-04-2016, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილს აკრიტიკებს. ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ მოსამართლეს მოსამართლის უფლებამოსილების ღირსეულად განხორციელება არ შეუძლია.
ტარიელ კაკაბაძე გიორგი ქაშაკაშვილის მიერ განხილულ საქმეებს იხსენებს და აცხადებს, რომ მალე სასამართლოს ქაშაკაშვილის მიერ უკანონოდ პატიმრობამისჯილი ადამიანებისთვის კომპენსაციის მოთხოვნით მიმართავს.
"ეს არის უღირსი მოსამართლე, რომელსაც არ შეუძლია მოსამართლის უფლებამოსილების ღირსეულად განხორციელება! ამ მოსამართლემ 2014 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დაკითხულმა აბსოლუტურად ყველა, ათობით მოწმემ დაცვის მხარის სასარგებლო ჩვენება მისცა სასამართლოს, მაინც დამნაშავედ სცნო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზურაბ ჯიბუხაია და მრავალწლიანი პატიმრობისთვის გაწირა. ეს სამარცხვინო განაჩენი კი უზენაესმა სასამართლომ შეცვალა.
ამავე მოსამართლემ ასევე, მტკიცებულებების გარეშე დამნაშავედ სცნო რამდენიმე ბრალდებული, რომლებიც ასევე გაამართლა უზენაესმა სასამართლომ. ჯერ არ შემხვედრია ადვოკატი, რომელსაც ამ მოსამართლის მიერ გამოტანილი დასაბუთებული განაჩენი წაუკითხავს.
ახლახანს ჩემი ქუთაისელი კოლეგისგან კი გავიგე, რომ მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის (273-ე მუხლი) მიუსჯია ახალგაზრდა ადამიანისთვის სასჯელის უმკაცრესი სახე და ზომა-პატიმრობა.
ეს არის მოსამართლე, რომელიც არ ახდენს მტკიცებულებათა შეპირისპირებას, მსჯელობას, ანალიზს და ისე უშვებს უდანაშაულო ადამიანებს ხანგრძლივ პატიმრობაში.
მალე მის მიერ უკანონოდ პატიმრობამისჯილი ადამიანებისთვის კომპენსაციის მოთხოვნით მივმართავ სასამართლოს!
კაცი ერთხელ იბადები და ასეთი მშიშარა როგორ უნდა იყო. მრცხვენია მის მაგივრად," - აცხადებს ადვოკატი.
topnews.com.ge მოცემულ საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კომენტარის მოპოვებას ცდილობს.