მცირე ბიზნესმენების აქცია დასავლეთ საქართველოს პროკურატურასთან
თარიღი : 23-10-2013, 14:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან დღეს, შპს "ფარის" ყოფილი აქციონერების საპროტესტო აქცია გაიმართა. შპს 'ფარი" ქალაქის ცენტრალური, ე.წ. მწვანე ბაზრის ყოფილი სახელწოდებაა. აქციონერების განცხადებით, ბაზრის ამჟამიმდელმა მფლობელმა გვიშიანების ოჯახმა მატი კუთვნილი ფართები თაღლითური გზით მიითვისა, ხოლო მოგვიანებით აქციებისა და სამუშაო ადგილების გარეშე დარჩნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში ერთი წლის წინ აღძრული სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე დრის წინ დაიხურა, რის გამოც მწვანე ბაზრის ყოფილი აქციონერები საგამოძიებო ორგანოს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. ყოფილი აქციონერების აქციას ქალაქის მთავარი პროკურორი გიორგი ცხვორებაძე გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.