ვანის გამგეობა: ვცდილობთ გზა ყველა სოფელში გაკეთდეს
თარიღი : 4-04-2016, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომელთა მოსახლეობა ამორტიზებულ გზებს უჩივის, მიმდინარე წელს გზების ნაწილობრივ მოწესრიგებას გეგმავს.
ამორტიზებული გზის პრობლემა აწუხებს ვანის სოფელ ბზვანის მოსახლეობას. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბზვანის გზა დიდ თხრილებს წარმოადგენს. გზის პრობლემა ასევე დგას ვანის სოფელ ყუმურშიც.
მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს საჭიროების მქონე ყველა სოფელში გზის მეტ-ნაკლებად მოწესრიგებას გეგმავენ.
"ვცდილობთ, ყველა სოფელს თანაბარი ყურადღება მივაქციოთ. მიმდინარე წელს, გათვალისწინებულია დიხაშხო-ბზვანის დამაკავშირებელი 1.5 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება, რაც რეგიონალური განვითარების ფონდიდან 400 000 ლარით დაფინანსდება. წელსვე, ასფალტის საფარი იგება ტობანიერი-ყუმურის დამაკავშირებელ 2კმ და 360 მ მონაკვეთზე. აღნიშნული სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან 600 000 ლარით ფინანსდება. ისე ვაკეთებთ, რომ გზა ყველა სოფელში გაკეთდეს, თუმცა სოფლებში გზების რეაბილიტაცია მხოლოდ მიმდინარე წელს არ სრულდება და პროექტები მომავალ წელსაც გაგრძელდება," - აცხადებენ ვანის მუნციიპალიტეტის გამგეობაში.