ქუთაისის მერმა აზერბაიჯანელ დიპლომატებს ქალაქის ისტორიულ მნიშვნელობაზე ესაუბრა
თარიღი : 4-04-2016, 11:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მერიის თეთრ დარბაზში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს რაშიდ ისმაილოვსა და ვიცე კონსულს ფარჰად მამედოვს უმასპინძლა. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ხოლო მისი მიმდინარეობისას მერმა დიპლომატებს ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. ქუთაისი და აზერბაიჯანის ქალაქი განჯა რამდენიმე ათეული წელია დაძმობილებულია. მხარეებმა სამომავალო თანამშრომლობა დაგეგმეს კულტურის, ეკონომიკის და ტურიზმის მიმართულებით.