დიაბეტური ლიმონათი იმერეთში
თარიღი : 4-04-2016, 11:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საინფორმაციო სააგენტო Topnew.com.ge გთავაზობთ ახალ პროექტს „დამზადებულია იმერეთში", რომლის მიზანი იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში, სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაციაა. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ასევე, ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება.
საინფორმაციო სააგენტო აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეგულარულად შესთავაზებს მოსახლეობას ინფორმაციას ბაზარზე არსებული სიახლეებისა თუ პრობლემების შესახებ.
"დამზადებულია იმერეთში" ამჯერად ქუთაისში არსებულ ლიმონათ „ეგზოტიკას“ საწარმოს ეწვია.
ლიმონათი „ეგზოტიკა“ უკვე 3 წელია, რაც გაყიდვაშია ჩაშვებული და მას ბადრი გოლეთიანი და ჯემალ ჩიქვაიძე აწარმოებს. თუმცა მანამდე მსგავს სხვადასხვა პროდუქციას ჯემალ გოლეთიანი „ხვამლის“ სახელწოდებითაც აწარმოებდა. ლიმონათი დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია გაყიდვაში, მათ შორის სამეგრელოსა და აჭარაში. ამ დროისთვის საწარმოში 42 ადამიანამდეა დასაქმებული. ლიმონათის მზა სახის თვითღირებულება 29 თეთრია, ობიექტებში კი მისი სარეალიზაციო ფასი 10 ან 15 თეთრით ვრცელდება.
უფრო ვრცლად დეტალებზე თუ როგორ და რითი მზადდება ლიმონათი „ეგზოტიკა“, მისი ერთი-ერთი მფლობელი ბადრი გოლეთიანი გვესაუბრება.
როგორ ნედლეულზე მზადდება თქვენი ლიმონათი?
-იმ ნედლეულს,რომელსაც ჩვენ ლიმონათის საწარმოებლად ვიყენებთ, გერმანული ბიურერის ფირმიდან ვყიდულობთ. ისინი გვამარაგებენ სხვადასხვა მასალით.
ლიმონათის წარმოებისას იყენებთ თუ არა შაქრის შემცველს?
-კი, ვიყენებთ. ასპარტამს ეძახიან. ეს არის დამატკბობებლი, რომელიც ლიმონათის 80%-ს შეადგენს. ჩვენი ლიმონათი არის დიაბეტური ანუ თუ ეს ლიმონათი შაქარზე იქნება დამზადებული, დიაბეტით დაავადებულ ადამიანს არ შეეძლება მისი მიღება. ეს კი პირიქით. ამ ლიმონათის დალევა უკეთესიც კია დიაბეტის მქონე ადამიანისთვის. მომავალში ვგეგმავთ დიეტური ლიმონათის წარმოებას, რომელიც შესაძლოა სუფთა შაქრით დავამზადოთ.
ბოთლები ადგილზე მზადდება? და ჰიგიენური ნორმები როგორ არის დაცული?
-ჩვენ რუსთავის ქარხნისგან ვყიდულობთ კაფსულებს, რომელიც იქ სომხეთიდან, უკრაინიდან და ა.შ შემოდის, შემდეგ ამას ვათბობთ და კომპრესორის საშუალებით იბერება ბოთლი. რაც შეეხება ჰიგიენას, ამ ადგილას, სადაც ახლა ვასხამთ ლიმონათს, მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჰიგიენა, თუმცა ეს საწარმო დროებითია და აქ დაახლოებით 2 კვირა გავჩერდებით, მალე გადავალთ ახალ ადგილას, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული ჰიგიენური ნორმები.

მარუსა ხურციძე