Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

11 წლის თეკ­ლას უც­ნა­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და 1 დღე­ში ნა­შოვ­ნი მი­ლი­ო­ნი ევ­რო

თარიღი : 3-04-2016, 19:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
7 წლის არ იყო, რომ მითხ­რა, - 5 წე­ლი მე­ძი­ნა, სას­თუ­მალ­თან ეს ხა­ტი მე­კი­და, ესა და ეს და­ა­ვა­დე­ბა მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხეო.

11 წლის თეკ­ლა ჯა­ოშ­ვი­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შ­ვია. ის ფე­ნო­მე­ნუ­რი ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. უც­ნა­უ­რია ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ამ ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბას წინ უძღ­ვო­და, ექი­მე­ბის მი­ერ დას­მუ­ლი მძი­მე დი­აგ­ნო­ზი, შვი­ლიშ­ვი­ლის სი­ცოცხ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად მებ­რ­ძო­ლი ბე­ბი­ის სიმ­ტ­კი­ცე, გერ­მა­ნი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 5 წე­ლი და 700 სა­ა­თი ნარ­კო­ზის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. და­ნარ­ჩენს ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტე­ბი თა­ვად გვი­ამ­ბო­ბენ. დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბა თქვენ­თ­ვის მო­მინ­დვია.



თეკ­ლა:
- მუც­ლად ყოფ­ნის დროს ექი­მებ­მა და­მიდ­გი­ნეს, რომ ხერ­ხე­მალ­ზე სიმ­სივ­ნე მქონ­და. 7 თვის ვი­ყა­ვი, რო­ცა გერ­მა­ნი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნეს და 5 წე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რ­ში მმკურ­ნა­ლობ­დ­ნენ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დღე და ღა­მე მე­ძი­ნა. დას­ხი­ვე­ბა, ქი­მი­ო­თე­რა­პია, ოპე­რა­ცია, არა­ერ­თი პრო­ცე­დუ­რა ჩა­მი­ტა­რეს.

ფეხ­მ­ძი­მო­ბის ბო­ლო თვე­ებ­ში, თეკ­ლას დე­დას ყვე­ლა ექი­მი ნა­ყო­ფის მო­შო­რე­ბას ურ­ჩევ­და. ფეხ­მ­ძი­მო­ბის შეწყ­ვე­ტის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ბე­ბია, ნა­ტო ხა­რე­ბა­ვა იყო. ის ნუ­მე­რო­ლო­გი გახ­ლავთ, პრო­ფე­სი­ით ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია. სჯე­რო­და, რომ ბავ­შ­ვი იცოცხ­ლებ­და. გერ­მა­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რ­ში სწო­რედ მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით აღ­მოჩ­ნ­და. მა­შინ­დე­ლი გერ­მა­ნუ­ლი პრე­სა თეკ­ლას შე­სა­ხებ ხში­რად წერ­და. და­ა­ვა­დე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭა.

ნა­ტო ხა­რე­ბა­ვა:

- ექი­მე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, ახალ­შო­ბი­ლი გარ­და­იც­ვ­ლე­ბაო. მე ვამ­ბობ­დი, რომ ბავ­შ­ვი იცოცხ­ლებ­და. თეკ­ლას დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ავა­დე­ბამ, მის­მა ტან­ჯულ­მა სხე­ულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. 7 დე­კემ­ბერს უნ­და და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო და 23 ნო­ემ­ბერს სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. თავ­და­პირ­ვე­ლად ფეხ­მ­ძი­მო­ბის პე­რი­ო­დი უპ­რობ­ლე­მოდ მი­დი­ო­და, რო­დე­საც გა­ვარ­კ­ვიე, რომ ნა­ყოფს პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ჩე­მი შვი­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა ცნო­ბილ სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან მი­ვიყ­ვა­ნე. ყვე­ლამ სხვა­დას­ხ­ვა დი­აგ­ნო­ზი და­წე­რა, მაგ­რამ ყვე­ლა შე­თან­ხ­მ­და, რომ ორ­სუ­ლო­ბა უნ­და შეწყ­ვე­ტი­ლი­ყო. რად­გან ქე­თი (თეკ­ლას დე­და) არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი იყო, აბორ­ტის გა­სა­კე­თებ­ლად დე­დის ხელ­მო­წე­რა იყო სა­ჭი­რო. მე უარ­ზე ვი­ყა­ვი. ასე­თი ბავ­შ­ვი უნ­და მო­მეკ­ლა? არ დავ­ნებ­დი, ორ­სუ­ლის სის­ხ­ლის ანა­ლი­ზი გავ­გ­ზავ­ნე გერ­მა­ნი­ა­ში, ის­რა­ელ­სა და საფ­რან­გეთ­ში. ყვე­ლამ სხვა­დას­ხ­ვა დას­კ­ვ­ნა და­წე­რა, მაგ­რამ ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბო­და, რომ ეს არის უიშ­ვი­ა­თე­სი სიმ­სივ­ნის ჯგუ­ფი და მას­თან მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა უძ­ლუ­რია. გერ­მა­ნულ­მა კვლე­ვით­მა ცენ­ტ­რ­მა მომ­წე­რა, რომ ცენ­ტ­რ­ში მო­სა­თავ­სებ­ლად 1 მი­ლი­ო­ნი ევ­რო იყო სა­ჭი­რო. ღმერ­თ­მა ხომ თქვა, ხე­ლი გა­ან­ძ­რიე და გეშ­ვე­ლე­ბაო? კონ­კი­ას ზღა­პარს ჰგავს, მაგ­რამ მე მი­ლი­ო­ნი ევ­რო ვი­შო­ვე. ვარ­ძი­ა­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ, მაგ­რამ ვხე­დავ, იქ არის ორ­მო­ე­ბი, გუ­შა­გე­ბი ამ ორ­მო­ე­ბის თავ­ზე დგე­ბოდ­ნენ და მტე­რი თუ გა­მო­ირ­ბენ­და, ზე­მო­დან ხმალს არ­ჭობ­დ­ნენ

- რო­გორ?
- 60.000 დო­ლა­რად ბი­ნა გავ­ყი­დე, გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვე­დი და ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­რეკ­ლა­მო დრო ვი­ყი­დე. სულ 2-ჯერ გა­მოს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ეს თან­ხა ჩემს ან­გა­რიშ­ზე იდო. თეკ­ლას მკურ­ნა­ლო­ბა ერთ-ერ­თ­მა გერ­მა­ნელ­მა და­ა­ფი­ნან­სა. 7 თვის იყო, გერ­მა­ნი­ა­ში რომ წა­ვიყ­ვა­ნე.მა­მა გაბ­რი­ელს ვიც­ნობ­დი, თეკ­ლა ყო­ველ დი­ლით მცხე­თა­ში დე­და­მისს მიჰ­ყავ­და და მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე აწ­ვენ­და. არც საჭ­მელს ითხოვ­და, არც წუხ­და, არც ტი­რო­და... მა­ნამ­დე თეკ­ლას დე­და სა­ლო­ცა­ვად ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცავ­ში ყო­ფი­ლა და ლო­მი­სის ჯაჭ­ვი უტა­რე­ბია. ხა­ტი, რო­მე­ლიც სა­ლო­ცა­ვი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა, კლი­ნი­კა­ში თეკ­ლას სას­თუ­მალ­თან ჰქონ­და. 7 წლის არ იყო, რომ მითხ­რა, - 5 წე­ლი მე­ძი­ნა, სას­თუ­მალ­თან ეს ხა­ტი მე­კი­და, ესა და ეს და­ა­ვა­დე­ბა მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხეო. ლა­მის "ყბა ჩა­მო­მი­ვარ­და". ერთ დღეს შუ­მე­რუ­ლად წე­რა და­იწყო. ის­ტო­რი­კო­სებ­თან მქონ­და შეხ­ვედ­რა და მითხ­რეს, - ფე­ნო­მენ­თან გვაქვს საქ­მეო.

- 5-წლი­ა­ნი "ძი­ლის" შემ­დეგ მეტყ­ვე­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­იწყო?
- ექი­მე­ბი თეკ­ლა­ზე ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ის ვერ მო­შარ­დავ­და, დე­ფე­კა­ცია ვერ ექ­ნე­ბო­და, მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე აღარ იყო ლა­პა­რა­კი და ბავ­შ­ვ­მა ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­იწყო. ჯამ­ში 700 სა­ა­თი ნარ­კო­ზის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. სიმ­სივ­ნე ზურ­გის ტვინ­თან ახ­ლო­საა. ის მსოფ­ლიო ონ­კო­ი­მუ­ნო­ექ­ს­პერ­ტი­ზის რე­ეს­ტ­რის სერ­ტი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლია. ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბი­თა და რე­მი­სი­უ­ლი კუთხით, უიშ­ვი­ა­თე­სი სიმ­სივ­ნუ­რი ჯგუ­ფის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნეა.

- დღეს რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს?

- დღეს პრობ­ლე­მა აღარ აქვს. სწო­რი ნაწ­ლა­ვი ამო­ღე­ბუ­ლი აქვს და 300.000-ევ­რო­ი­ა­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი ორ­გა­ნო უდევს. ადა­მი­ა­ნის სწორ ნაწ­ლავ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის ზრდის შე­სა­ბა­მი­სად, უნ­და გა­მო­იც­ვა­ლოს.

თეკ­ლა:
- და­ვი­ნა­ხე, მე რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სას­თუ­მალ­თან წმინ­და გი­ორ­გის ხა­ტი მე­კი­და. ახ­ლა­ხან ბე­ბოს­თან ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი იყო მო­სუ­ლი, და­ვი­ნა­ხე, მი­სი დე­ი­და ცეცხ­ლ­ში იწ­ვო­და, გა­მოვ­ვარ­დი და ვუთხა­რი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მი­სი დე­ი­და მარ­თ­ლაც ცეცხ­ლ­ში დამ­წ­ვა­რა. სა­ვაჭ­რო სახ­ლი "სა­ბა" რომ და­იწ­ვე­ბო­და, ვი­ცო­დი, ერთ-ერთ თა­ნამ­შ­რო­მელს ვუთხა­რი, 2 დღე­ში და­იწ­ვე­ბა-მეთ­ქი და მარ­თ­ლაც ასე მოხ­და.

თეკ­ლა ამ­ბობს, რომ ბუ­დას­თან ერ­თად "ი­მოგ­ზა­უ­რა". წლე­ბის მი­ხედ­ვით, 4 სა­ა­თი ლა­პა­რა­კობ­და, რო­გორ გა­ნი­ცა­და მე­დი­ტა­ცია. ჯერ მხო­ლოდ მე-5 კლას­შია, სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ას არ სწავ­ლობს.

- თეკ­ლა, ამ დროს რას გა­ნიც­დი, იმ ადა­მი­ა­ნებს რო­გორ ხე­დავ?
- ამ დროს არა­ფერს გან­ვიც­დი, გა­შე­შე­ბუ­ლი ვდგა­ვარ, ვუ­ყუ­რებ, რო­გორც ტე­ლე­ვი­ზორს. გან­ც­დე­ბი არ მაქვს. ერ­თხელ შუ­მე­რე­ბი ვნა­ხე, ისი­ნი მდი­ნა­რე­ე­ბის - ევ­ფ­რა­ტი­სა და ტიგ­რო­სის შო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­დ­ნენ, და­ვი­ნა­ხე, რო­გორ წერ­დ­ნენ და შუ­მე­რუ­ლად წე­რა მეც და­ვიწყე. შუ­მე­რუ­ლი ასო­ე­ბი თი­ხა­ზეც ამოვ­კ­ვე­თე.

თეკ­ლა დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა, რას გა­ნიც­დის გარ­დაც­ვ­ლი­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლის სუ­ლი, სა­ნამ ის ჯო­ჯო­ხეთ­ში ან სა­მოთხე­ში მოხ­ვ­დე­ბა. სა­მოთხე­ში კი ძა­ლი­ან ცო­ტა ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა. ჰყვე­ბა სვა­ნებ­ში არ­სე­ბულ სის­ხ­ლის აღე­ბის ტრა­დი­ცი­ა­ზე, თუშ მეცხ­ვა­რე­ებ­ზე, გუ­დის ყვე­ლის დამ­ზა­დე­ბის უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე. აღ­წერს ად­გი­ლებს, სა­დაც არას­დ­როს ყო­ფი­ლა.

თეკ­ლა:
- თა­მარ მე­ფეს იმი­ტომ არ უნ­დო­და მი­სი საფ­ლა­ვის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა, რომ გო­ნე­ბა ჰქონ­და არე­უ­ლი. მა­მამ, გი­ორ­გი III-მ არას­წო­რად აღ­ზარ­და. იმი­ტო­მაც და­უ­ბა­რა ქვე­შევ­რ­დო­მებს, რომ მი­სი საფ­ლა­ვის ად­გი­ლი არ გა­ემ­ხი­ლათ. ჩე­მი აზ­რით, თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვი სწო­რედ იქ არის, სა­დაც მა­მა­მი­სია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. ვარ­ძი­ა­ში ომე­ბი იმარ­თე­ბო­და, ერთ დღეს მი­წის­ძ­ვ­რა მოხ­და, მა­ნამ­დე ეგ ქა­ლა­ქი და­ფა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გად ჩა­მო­ი­შა­ლა და გა­მოჩ­ნ­და ისე­თი სა­ხით, რო­გო­რიც დღე­საა. ვარ­ძი­ა­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ, მაგ­რამ ვხე­დავ, იქ არის ორ­მო­ე­ბი, გუ­შა­გე­ბი ამ ორ­მო­ე­ბის თავ­ზე დგე­ბოდ­ნენ და მტე­რი თუ გა­მო­ირ­ბენ­და, ზე­მო­დან ხმალს არ­ჭობ­დ­ნენ. თა­მარ მე­ფემ ერთ-ერ­თი ბრძო­ლის წინ, ვარ­ძი­ა­ში ღვთის­მ­შობ­ლის ხატ­თან ილო­ცა, ის ომი თა­მა­რის მე­ომ­რებ­მა მო­ი­გეს.
თეკ­ლა ქსოვს, ქარგავს, თე­ქა­ზე მუ­შა­ობს, ხა­ტავს... 5 თვის წინ ღა­მე ბუ­და და­ი­ნა­ხა, ნა­ხა ის ტყე და ხე, სა­დაც ის მე­დი­ტა­ცი­ას გა­დი­ო­და.
- ვხე­დავ ადა­მი­ა­ნებს და ვი­ცი, მოქ­მე­დე­ბა რო­მელ ქვე­ყა­ნა­შია. ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დებ­ზე გეტყ­ვი: ერთ პი­რა­მი­დას 20 წე­ლი აგებ­დ­ნენ. კი­ბე­ე­ბი ჰქონ­დათ, ლო­დებს სი­მაღ­ლე­ზე კი­ბე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით აგო­რებ­დ­ნენ. დე­დოფ­ლებს პა­ტა­რა პი­რა­მი­დე­ბი ჰქონ­დათ, ფა­რა­ო­ნებს - დი­დი. ყვე­ლა ცნო­ბილ ადა­მი­ანს თა­ვი­სი პი­რა­მი­და ჰქონ­და. ნე­ფერ­ტი­ტის ქმარს ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­უ­კე­თე­ბია ეგ­ვიპ­ტის­თ­ვის, მაგ­რამ დაწ­ვ­რი­ლე­ბით ჯერ არ მი­ნა­ხავს.

- ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე შე­გიძ­ლია, რა­მე მითხ­რა?
- არა. მხო­ლოდ ის ვი­ცი, რომ ჩვენ პრე­ზი­დენ­ტი აღარ გვე­ყო­ლე­ბა, სა­თა­ვე­ში მო­ნარ­ქი მო­ვა. ისე­თი ერი ვართ, კარგ ადა­მი­ა­ნებს ვერ ვხე­დავთ. მუდ­მი­ვად ქა­ოსს ვქმნით, ყვე­ლა­ფერ­ზე ვკი­ვით, ყვე­ლა­ფერს ცუ­დად ვი­ღებთ.

- ადა­მი­ა­ნე­ბის აურას გრძნობ?

- რა თქმა უნ­და, ვგრძნობ.

ნა­ტო ხა­რე­ბა­ვა:
- ოჯახ­ში ძაღ­ლი მყავ­და და სა­ნამ თეკ­ლას გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­ვიყ­ვან­დი, გა­ვა­ჩუ­ქე. ბავ­შ­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტე­რი­ლურ გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ბეწ­ვის შე­მე­შინ­და. გა­ვი­და ცო­ტა ხა­ნი და თეკ­ლამ გვითხ­რა, - ჩე­მი ძაღ­ლი რუს­თავ­ში არი­სო. მე ვი­საც ვა­ჩუ­ქე, მა­საც გა­უ­ჩუ­ქე­ბია და ახა­ლი პატ­რო­ნი ყიდ­და. თეკ­ლამ ინ­ტერ­ნეტ­ში ფო­ტო ნა­ხა და და­ბე­ჯი­თე­ბით გა­მოგ­ვიცხა­და, ეს ჩე­მი ძაღ­ლიაო. იმ დღეს­ვე ჩა­ვე­დით რუს­თავ­ში და მარ­თ­ლაც ჩვე­ნი ძაღ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მფლო­ბელ­მა სა­ბუ­თე­ბიც გვაჩ­ვე­ნა. თეკ­ლას ფეხ­ბურ­თის მატ­ჩე­ბის შე­დე­გიც არა­ერ­თხელ გა­მო­უც­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ის­ტო­რი­ულ ამ­ბებს, ვთვლი, რომ ძა­ლი­ან "შორ" სა­უ­კუ­ნე­ებ­ში "მი­დის". მი­სი მო­ნათხ­რო­ბი­დან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ამ­ბებს ვი­წერ, რაც შემ­დ­გომ კვლე­ვის სა­გა­ნიც კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

http://gza.ambebi.ge/


ნანახია: 3945-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის
ოფლი კა­ნის ზე­და­პი­რი­დან ორ­თქლდე­ბა და ორ­გა­ნიზმს აგ­რი­ლებს. კა­ნის სხვა­დას­ხვა უბა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად

ამინდი