Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ სილამაზის სალონში დაინფიცირება თავიდან ავიცილოთ?

თარიღი : 3-04-2016, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რამდენად იცავენ ქუთაისის სილამაზის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს, როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება? რა წესების დაცვაა საჭირო იმისთვის, რომ სილამაზის სალონში მისულმა მომხმარებელმა თავი სუფთად და დაცულად იგრძნოს?

Topnews.com.ge შეეცადა თქვენთვის ამ კითხვებზე პასუხი ეპოვა, გაეცნო და განემარტა ის პროცედურები, რომლებიც სილამაზის სალონებში აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

რიგით სალონებზე ხშირად გაგვიგონია, მანიკურის ან პედიკურის გასაკეთებლად მისულებს კი გვინახავს კიდეც, ღია სივრცეში, ნაჭერზე ან უჯრაში ჩალაგებული ფრჩხილების კორექციის ჩასატარებლად საჭირო ხელსაწყოები, კარგა ხნის დაუსტერილიზებული მაკრატლები და ჟანგმოკიდებული ქლიბები, თუმცა აღნიშნული მომხმარებელთა ნაწილის ყურადღების მიღმა რჩება მიუხედავად იმისა, რომ ზემოთჩამოთვლილი ნივთები მოუწესრიგებლობის შემთხვევაში შესაძლოა აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების  გადამტანი და გამავრცელებელი აღმოჩნდეს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამო სახელმწიფომ უკვე შეიმუშავა ტექნიკური რეგლამენტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესახებ. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ის ნორმები, რომელსაც თითოეული სილამაზის სალონი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.

მოკლედ გადმოგცემთ იმ ეტაპებს, რაც ინსტრუმენტებმა ჩვენს ფრჩხილებზე შეხებამდე უნდა გაიაროს.

I ეტაპი-ინტრუმენტები გამდინარე ცივ წყალში ჯაგრისის საშუალებით უნდა გაირეცხოს. არავითარ შემთხვევაში სპირტით ან ცხელი წლით. ცხელი წლით გარეცხვის შემტხვევაში ფრჩხილის ნარჩენები ინსტრუმენტს ეწებება.

II ეტაპი- ინსტრუმენტები სარეცხ ხსნარში მცირე ხნით უნდა ჩაიდოს და შემდეგ გაირეცხოს გამდინარე წლით, რათა დეტერგენტი მოცილდეს.

III ეტაპი-ინსტრუმენტებს ვდებთ სადეზინფენქციო ხსნარში საჭირო დროის განმავლობაში და შემდეგ ისევ ვავლებთ წყალს, რათა ეს ხსნარი ჩამოშორდეს.
IV ეტაპი- ინსტრუმენტები აუცილებლად უნდა გაშრეს, შეიფუთოს და საბოლოოდ მიდის სასტერილიზაციოდ.
თუ რომელიმე პუნქტი დაირღვევა, სტერილიზაცია სრულყოფილი არ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ სტერილიზაცია არც რთული და არც ფუფუნების საგანია, არასრული სტერილიზაციის ფაქტებს ვხვდებით ქუთაისი რიგ სალონებში, სადაც ძირითადად ინსტრუმენტების მხოლოდ სასტერილიზაციოში ჩალაგებით შემოიფარგლებიან, არ ხდება ხსნარში მათი გაჩერების სავალდებული დროის დაცვა და ინსტრუმენტების დახურულ სივრცეში დალაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ წამყვანი სალონების უმრავლესობა ინტრუმენტებს წესების სრული დაცვით ასუფთავებს. შედარებისთვის, გთავაზობთ ფოტოებს, რომლებზეც ინსტრუმენტების სრულად და არასრულად დასუფთავება არის ასახული.
http://topnews.com.ge/photo/news/20160403161244.png

http://www.picz.ge/img/s4/1604/3/d/d8116e75c897.jpg

უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მთავრობა ამ თემაზე მუშაობს და დადგენილების თანახმად, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შერჩევითი კონტროლის განხორციელება 2016 წლის 15 იანვრიდან დაიწყება. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შესრულება მოწმდება შერჩევითი კონტროლით, წელიწადში ერთხელ, მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შერჩევითი კონტროლის შედეგები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აცნობოს. 

სანამ საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ დადგენილი რეგლამენტით მომავალში ეს მკაცრად გაკონტროლდება, მანამ სილამაზის სალონში მისულ მომხმარებელს აქვს უფლება ითხოვოს ინსტრუმენტები ხელახლა დასტერილიზდეს მის თვალწინ. იკითხოს, გამოიცვალა თუ არა დადგენილ ვადებში სხნარი და პერსონალს მოსთხოვოს ჰიგიენური ნორმების დაცვა (ხელთათმანის, პირბადისა და ერთჯერადი ნივთების გამოყენება).

მარუსა ხურციძე


ნანახია: 4198-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, ინვენტარიზაცია დაახლოებით სალონების 70%-ს უკვე ჩატარებული
ქუთაისში სილამაზის სალონები გაქურდეს. ფალიაშვილის გამზირზე, ერთმანეთის მეზობლად მდებარე სამი სალონი ბოლო ერთი თვის განმავლობაში
ჯანდაცვის სამინიტროს მიერ სილამაზის სალონების აკუპუნქტურის, პირსინგისა და ტატუირების ცენტრების კონტროლი ადგილობრივ
მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი სილამაზის სალონში შევარდა.

ამინდი