Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბიზნესმენი ახლო ხედით'-გიორგი ხელაძე

თარიღი : 3-04-2016, 15:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.

რუბრიკის მორიგი სტუმარია დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი ქოლ-ცენტრის დირექტორი გიორგი ხელაძე. კომპანია "მკითხველი" ერთი წელია რაც დაარსდა. ,,მკითხველი"-ს ოპერატორები მომხმარებლებს სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობენ სხვადასხვა გამომცემლობის ექკლუზიურ შეთავაზებებს და უფასო საკურიერო მომსახურებით ნივთი მათთვის სასურველ მისამართზე მიაქვთ.


კომპანია ,,მკითხველი" ნელ-ნელა განვითარდა და დაემატა ახალი კომპანია ,,მკითხველი უნივერსალი", რომელიც მომხმარებელს მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს.

,,კომპანია "მკითხველი"-ს დაარსება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთვის. გარდა ამისა, კომპანიაში ახალგაზრდებია დასაქმებული, რაც ჩვენი პრიორიტეტია. კომპანია ისევ განაგრძობს განვითარებას-უახლოეს მომავალში ქუთაისს ექნება მაღალი ხარისხის გამომცემლობა მომხმარებელთა მოთხოვნიდან და საჭიროებიდან გამომდინარე," - განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში გიორგი ხელაძემ.

გიორგი ხელაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.

ჩემი პირველი სამსახური იყო - რეფერალურ ჰოსპიტალში ვმუშაობდი მისაღებში, ექიმის დამხმარედ. სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ რეზიდენტურაში აღარ გამიგრძელებია სწავლა ბიზნეს-საქმიანობის დაწყების გამო, თუმცა არ გამოვრიცხავ მომავალში გავაგრძელო.

პირველი ხელფასი იყო 180 ლარი, რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობისას.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო - ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა, მაგრამ ახლა ბიზნესის სფეროსაც ძალიან შევეჩვიე და ამ გადმოსახედიდან შეიძლებოდა ეს მიმართულება ამერჩია.

სამსახურში მივდივარ 9:30-ზე და მთავრდება ძალიან გვიან, 12:00, 01:00 საათზე.

სამსახურში დღეს ვიწყებ-გამომდინარე იქედან, რომ კარგი მენეჯერები გვყავს, ძირითადი საქმეები მოგვარებული მხვდება, ამიტომ თანამშრომლებს მოსვლისას მხოლოდ ვესალმები. შემდეგ ვიწყებთ მომდევნო დღის დაგეგმვას.

როცა პენსიაზე ვიქნები - 27 წლის ვარ და ცოტა გამიჭირდება რაიმეს თქმა, მაგრამ ბედნიერი ვიქნები თუ პენსიამდე მივაღწევ.

ყველაზე მეტად მეშინია ღმერთის და საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა- ისეთი სურვილები არა მაქვს, რაც განუხორციელებელია, ამიტომ რა მიზანსაც დავისახავ, ვაღწევ ხოლმე.

კარიერის მისაღწევად საჭიროა შრომა, ნიჭი და მონდომება.

საყვარელი სადღეგრძელო- ძალიან დიდ პატვს ვცემ ქართულ ტრადიციულ სუფრას, თამადად ყოფნაც ხშირად მიწევს, თუმცა ასე გამორჩეული სადღეგრძელო არ მაქვს.

ინფორმაციას ვიღებ
ინტერნეტით.

ახლა ვკითხულობ- საერთოდ ვცდილობ ჩვენთან მიღებულ ყველა ახალ წიგნს გავეცნო, ინფორმირებული რომ ვიყო, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით ვეცნობი ხოლმე წიგნებს.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი-საქართველოში და არსად სხვაგან.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ ქუთაისში, სახლში შვილებთან ერთად და სამსახურში, რადგან დროის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებ ხოლმე.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა
ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი.

საყვარელი სპორტული გუნდი - ლივერპული და ქუთაისის "ტორბედო". ვგულშემატკივრობ როგორც ჩვენ თანაქალაქელ გუნდს.

საყვარელი სპორტსმენი- ახლა გამიჭირდება თქმა, მაგრამ ბავშვობაში მაიკლ ოუვენის ფანი ვიყავი.

საყვარელი ფილმი-ხშირად ვუყურებ ფილმებს, ძირითადად საშინელებათა ჟანრდან, ასეე სათავგადასავლო ჟანრისასაც.


ნანახია: 5261-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
„ბიზნესბლიცი“- ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომელიც იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ topnews.com.ge-მ დაიწყო.
გიგა ჩხობაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას, topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.

ამინდი