Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბრძოლა წესების გარეშეს' ოსტატის წარმატებული ამერიკული კარიერა

თარიღი : 3-04-2016, 10:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
მერაბ დვალიშვილი უცხოეთში მოღვაწე კიდევ ერთი წარმატებული სპორტსმენია. წარმოშობით ვანიდანაა, თუმცა სამი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და იქ ეწევა აქტიურ სპორტულ საქმიანობას. მერაბმა სპორტული კარიერა ძიუდოს მიმართულებით დაიწყო-სპორტის ამ სახეობაში 7 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, აქტიური სპორტული კარიერა MMA-ში(mixsed martial arts ) განაგრძო. დღეს შერეული საბძოლო ხელოვნების ოსტატია და საკმაოდ წარმატებული ამერიკული კარიერაც აქვს.

,,ბავშვობიდან მქონდა სურვილი და ოცნება გავხდარიყავი კარგი სპორტსმენი და მესახელებინა ჩემი ქვეყანა. სპორტით 12 წლის ასაკიდან ვარ დაკავებული. აქტიურად ვღებულობდი მონაწილეობას საქართველოში გამართულ ტურნირებში და უნდა ითქვას, საკმაოდ წარმატებულადაც ვასპარეზობდი. ძიუდო კონტაქტური სპორტია და უბრძოველად არავინ მოგაგებინებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც სპორტის სხვა სახეობამ გამიტაცა და მას ჰქვია- MMA (mixsed martial arts) ხალხი მას "ბრძოლა წესების გარეშეს" ეძახის, მაგრამ ამ სპორტს ჰქვია- შერეული საბრძლო ხელოვნება.

როგორ აღმოაჩინეთ, რომ შერეული ორთაბრძოლები იყო ის სპორტი, რომელშიც ხედავდით კარიერის გაგრძელებას? მონაწილეობა მივიღე საქარველოში ჩატარებულ ტუნირში, სადაც ძალიან ეფექტურად გავიმარჯვე და დავრწმუნდი, რომ უკვე ეს იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა. ჩავთვალე, რომ ამ მიმართულებიდან უფრო მეტ წარმატებას მოვუტანდი საქართველოს და დავიწყე აქტიურად ვარჯიში და მომზადება.

როგორ მოხვდით ამერიკაში?გავხდი საქართველოს ჩემპიონი 66 კილოს კატეგორიაში. შემდეგ დამენიშნა ორთაბრძოლა ამერიკაში სამხრეთ კაროლინის შტატში. სამხრეთის ბრძოლების ტიტულზე ჩემი მოწინააღმდეგე ამ ტიტულის იმჟამინდელი მფლობელი იყო.ეს შეხვედრა დაძაბულ ორთაბრძოლაში, ქულების აშკარა უპირატესობით მოვიგე და გავხდი სამხრეთის ბრძოლების ტიტულის და ქამრის მფლობელი. აქედან დაიწყო ჩემი ამერიკული სპორტული კარიერა.

მოგვიყევით თქვენს ამერიკულ მიღწევებზე...
მქონდა ბრძოლები New York–ში და ამჯერად, სამოყვარულო ბოქსიდან მქონდა შემოთავაზება- კერძოდ, ცნობილი ,,გოლდენ გლავსის" ტურნირიდან.მეც უარი არ ვთქვი და 4 ბრძოლიდან ოთხივე მოვიგე. დარჩენილი მქონდა მხლოდ საფინალო ბრძოლა, მაგრამ კომისიამ თურმე მაშინ აღმოაჩინა, რომ მე პროფესიონალებში მქონდა ნაბრძოლი და ამ ტურნირში მონაწილეობის მიღების უფლება არ მქონდა . ასე გამომთიშეს ამ ტურნირიდან და ამის შემდეგ ისევ გავაგრძელე MMA პროფესიონალებში მოღვაწეობა. აქ მოვიგე რამდენიმე სარეიტინგო ორთაბრძოლა, თუმცა კიდევ მჭირდება რამდენიმე სარეიტინგო ბრძოლის მოგება, რომ გადავიდე მსოფლის საუკეთესო ორგანიზაცია UFC( უეფსიში) და ამით ავისრულო ოცნება- ვასახელო ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი.

რას ნიშნავს თქვენთვის ორგანიზაცია UFC- ში მოხვედრა?
ამ ორგანიზაციაში მოღვაწეობით ყველაზე მეტად შევძლებ ჩემი მიზნის მიღწევას. აქ მსოფლიოს საუკეთოსო მებრძოლები იბრძვიან. UFC-ის ყველა ორთაბრძოლა ძალიან დიდი სახელის მომტანია, რადგან მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ღმერთის დახმარებითა და ყველდღიური ვარჯიშით ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

წარმატებით მაქვს ჩასატარებელი რამდენიმე სარეიტნგო ბრძოლა UFC-ში მოსახვედრად. მოწინააღმდეგეებიც საკმაოდ ძლიერები და გამოცდილები არიან. გარდა ამისა, ყოველდღურ რეჟიმში ვვარჯიშობ საუკეთესო დარბაზში გამოცდილ და წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად.

გეგმავთ თუ არა კარიერის გაგრძელებას საქართველოში?

საბოლოოდ საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ, მაგრამ ამ ეტაპისათვის განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა აქ მაქვს. .კიდევ სამი ბრძოლა დამრჩა UFC-ში გადასასვლელად. პერიოდულად ჩამოვდივარ ხოლმე საქართველოში. შეიძლება შემოდგომაზე ვესტუმრო მშობლიურ მხარეს.

ესაუბრა თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 5830-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსში გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ქუთაისელი ნანა დეისაძე იბრძვის.
18 წლის გიორგი კანთელაძე ორი წელია ნიჩბოსნობით არის დაკავებული. ამბობს, რომ სპორტის მიმართ სიყვარული ბავშვობიდანვე ჰქონდა.

ამინდი