ქუთაისში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე ხელისუფლების წევრებმა ბავშვებთან აღნიშნეს
თარიღი : 2-04-2016, 18:15 | კატეგორია: ახალი ამბები

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, დეპუტატები და ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია #6, იმ ბაღში მივიდნენ, სადაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლე ჰყავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პრესსამსახურის მასალაშია აღნიშნული, სტუმრებმა ბაღში საჩუქრები მიიტანეს, ბავშვების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ და მათ აქტივობებში თავადაც ჩაერთნენ.
ცნობისთვის, ქუთაისის ბაღებში ინტეგრირებული კლასებია, სადაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები სწავლობენ. ინტეგრირებული ჯგუფის არსებობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლის სოციალური უნარების განვითარებას, თანატოლებთან ურთიერთობას, ქცევის მართვას, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა შეძლონ თანატოლებთან აქტიური კომუნიკაცია.
ქუთაისის 37 ბაგა-ბაღში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 49 აღსაზრდელი იმყოფება.