ხონის ისტორიულ ბულვარში ჩიტის ბუდეები მოაწყვეს
თარიღი : 1-04-2016, 19:43 | კატეგორია: ახალი ამბები

ხონის ისტორიულ ბულვარში ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის მოსწავლეებმა ხეებზე სახელდახელოდ შექმნილი ჩიტი ბუდეები მიამაგრეს. აქცია - ღონისძიება ა(ა)იპ კომუნალური სერვისცენტრისა და ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ხელშეწყობით განხორციელდა. როგორც მოსწავლეებმა განაცხადეს, მათი იდეა გადამფრენი ფრინველების პოპულაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.