ქუთაისელი მწერალი 'ხელოვნების ქურუმის' წოდებით დაჯილდოვდა
თარიღი : 1-04-2016, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისელი თემურ ლანჩავა ხელოვნების ქურუმის ლაურეატი გახდა. მწერალსა და მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თემურ ლანჩავას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მწერლობაში შეტანილი ღვაწლისთვის ხელოვნების ქურუმის წოდება გადასცა. ლანჩავასთვის აღნიშნული წოდების მინიჭების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2015 წელ მიიღეს.
მწერალს ჯილდო ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ საზეიმო ვითარებაში გადასცა.
"მადლობელი ვარ, რომ ჩემი 70 წლის მოღვაწეობა დაფასდა მათი მხრიდან, ვინც ხედავდა ჩემს შრომას. დიდი მადლობა ამისთვის ყველას, რომ აქ ხართ და იზიარებთ ჩემს სიხარულს,"-განაცხადა თემურ ლანჩავამ.
ჯილდოს გადაცემის გარდა, თემურ ლანჩავას ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბენატორმა ბიბლია და წიგნები აჩუქეს.
როგორც ცნობილია, ხელოვნების ქურუმის მფლობელი საქართველოში მხოლოდ 10 ადამიანია. ჯილდოს გადაცემის შემდეგ შეკრებილმა საზოგადოებამ ლაურეატს ტიტულის მიღება მიულოცა და ფიალით დალოცა.
მარუსა ხურციძე