ქუთაისის მერიასა და 'ნაციონალებს' შორის სასამართლო დავა განახლდა

ქუთაისის მერიასა და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისს შორის სასამართლო დავა განახლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ოფისის აივანზე ანტირუსული განწყობის გამომხატველი პლაკატები გამოჩნდა.
"მიმდინარე წლის 28 იანვარს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ 1000 ლარით დაჯარიმება მოითხოვა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის შენობის აივანზე, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურთან შეუთანხმებლად პლაკატები გადმოფინეს.
2016 წლის 29 იანვარს ადმინისტრაციული სამართლდარღვევის საქმის მასალები განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2016ლის 15 თებერვლის დადგენილებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ქალაქ ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი უზუსტობა, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო დაეყრდნო კლუბ ,,თავისუფალი ზონის“ წევრების მირიან დეისაძის, ზურაბ ზურაბიანისა და ავთანდილ სინაურიძის სიტყვიერ ახსნა - განმარტებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე მათთვის უძრავი ქონების დათმობის თაობაზე, მაშინ როცა თვით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმავე ფართს ფლობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ არ მოხდა შეფასება და გამოკვლევა იმისა, ხომ არ იყო კლუბ ,,თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელთა მიზანი პასუხისმგებლობა აეცილებინათ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოზრაობისთვის“.
2016 წლის 15 თებერვლის დადგენილების გამოტანისას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა და არ გამოიკვლია ასევე საქმეში არსებული CD დისკი, რომელზედაც ჩაწერილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შორენა საღინაძის ინტერვიუ, რომელიც უტყუარად ადასტურებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექისის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ფაქტს,"-ნათქვამია განცხადებაში.