Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტობანიდან ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თარიღი : 1-04-2016, 14:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ნიკეას ქუჩა-გეგუთის სატრანსპორტო კვანძის 4.1 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მოინახულა.

სამშენებლო მონაკვეთი ქუთაისში, ნიკეას ქუჩის ბოლოს მდებარე მოედნიდან იწყება და გეგუთში არსებულ სატრანსპორტო კვანძთან სრულდება.
პროექტის შესაბამისად, აშენდება 4 ზოლიანი ბეტონის გზა და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი. ამ დროისთვის, მონაკვეთზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთით სარგებლობენ სოფლები: გეგუთი, პატრიკეთი, საყულია, ოფურჩხეთის მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა და გეგუთის კოლონიის ადმინისტრაცია, რის გამოც ავტოტრანსპორტის ინტენსივობა საკმაოდ მაღალია.

გეგუთის სატრანსპორტო კვანძს და ნიკეას ქუჩას შორის არსებული მონაკვეთი დაზიანებული იყო და პრაქტიკულად ვერ ატარებდა გაზრდილ სატრანსპორტო ნაკადს.

ნიკეას ქუჩა–გეგუთის სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (ოთხზოლიან გზად გადაკეთების) სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს მონაკვეთი ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის ახალ ჩქაროსნულ გზას შეუერთდება და მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება ქალაქ ქუთაისთან.

სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 17 მილიონ 777.777 ლარს შეადგენს.


ნანახია: 1216-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული მონაკვეთი ამ დროისთვის ამორტიზებულია. დაზიანებული გზა კი გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადის გატარებას ვერ უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი
პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს დაიწყო და 2015 წლის ზაფხულში დასრულდება.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-სამტრედიის
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი