Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ტორპედოს' გულშემატკივრები ქუთაისის მერს გუნდის პრესტიჟის დაცვას სთხოვენ

თარიღი : 31-03-2016, 20:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს გულშემატკივრები გუნდში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. გულშემატკივრები გუნდის პრესტიჟის დაცვას ქალაქის მერს სთხოვენ.

"ქუთაისის "ტორპედოს" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ამ მოვლენებს ვუყუროთ შორიდან და მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ. ჩვენ, ფანები მივმართავთ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, უახლოეს დღეებში ჩვენი კლუბიდან განთავისუფლებული იქნას ყველა ის ადამიანი, ვინც ირანელი ''ფეხბურთელების'' ჩვენს კლუბში მოყვანაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ირანელების "ტორპედოში" მოყვანას არანაირი კავშირი არ აქვს გუნდის სპორტულ მხარესთან, მათი აქ ყოფნა სხვა მიზნებს ემსახურება, რაც ჩვენთვის და ქალაქისთვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ამ განცხადების შემდეგ თქვენ მიიღებთ შესაბამის ზომებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს ზემოთ აღნიშნული პირების დასახელება და ირანელების აქ ყოფნის მიზეზების გასაჯაროვება, რაც სახელს შეულახავს ჩვენი კლუბის პრესტიჟს. იმედი გვაქვს, თქვენი მხრიდან უახლოეს დღეებში იქნება გადამჭრელი ზომები მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მოგვიწევს უკიდურესი ზომების მიღება,"- ნათქვამია "ტორპედო"-ს გულშემატკივრების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1074-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ირანელ ფეხბურთელებს ამ დროისთვის დუბლებში ასპარეზობა ხვდათ წილად, ქუთაისელ გულშემატკივრებს კი გუნდის მთავარი დამფინანსებლის,
განცხადებაში, რომელიც საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ გულშემატკივრები 100 ლარიდან 500 ლარამდე დააჯარიმა.
მატჩზე მიმავალი გულშემატკივრები პოლიციამ გორში გააჩერა.
უკრაინელი მწვრთნელი ქუთაისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.
ქუთაისს საფეხბურთო გუნდი მხოლოდ სახელად ჰყავს, ხოლო ქალაქის მერიიდან გუნდის დაფინანსების მიზნით გაღებული თანხები გაურკვეველი
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი