ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსების გათავისუფლება სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ სცნო
თარიღი : 23-10-2013, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის მერიას სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა. მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული სამსახურის უფროსების გათავისუფლება სააპელაციო სასამართლომ ბათილად სცნო. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის კახა მაჩიტიძეს და ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროსის კობა გაბიანის გათავისუფლება ქალაქის საქალაქო სასამართლომაც რამდენიმე კვირის წინ უკანონოდ მიიჩნია, თუმცა მერიის იურისტებმა ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმა პროცესი აქაც გათავისუფლებულების სასარგებლოდ დასრულდა.