'ნაციონალები' ქუთაისის მერიის მიერ შემუშავებულ უსახლკაროების პრობლემის მოგვარების გეგმას მხარს არ უჭერენ
თარიღი : 31-03-2016, 18:02 | კატეგორია: ახალი ამბები

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი გია უკლება თვლის, რომ ქალაქში, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარების მიზნით, ახალი შენობების აგების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა მერიის ბალანსზე არსებული შენობების რეაბილიტაცია. უკლება აცხადებს, რომ „ნაციონალებმა“ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული მიზეზით არ დაუჭირეს მხარი ბიუჯეტის პროექტს.
,,ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ბიუჯეტს, რადგან თანხები აბსურდულად არის გაზრდილი. იმაზე მეტი არ უნდა იხარჯებოდეს, ვიდრე საჭიროა,"-აცხადებს უკლება.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, არსებობს ბევრი შეუსაბამობა და ნიუანსები, რაც მათი უარის მიზეზი გახდა.
,,ქუთაისის ტორპედოსათვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 2 მილიონი ლარი გამოიყოფა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქუთაისში ნორმალური საფეხბურთო მოედანი არ არის. ეს ყველაფერი ბადებს გარკვეულ ეჭვებს,"- აცხადებს გია უკლება.
„ნაციონალი“ დეპუტატების განცხადებით, გაცილებით უკეთესი ვარიანტი იქნებოდა ქალაქის ბალანსზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მომხდარიყო და ახალი ფართების შეძენის ან აშენების ნაცვლად, მერიას არსებული ფართები გამოეყენებინა. უკლება ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები თანხა იქნებოდა საჭირო.
ცნობისთვის, ქუთაისში სოციალური საცხოვრისების მოწყობა ორ ეტაპად მოხდება. პირველი ეტაპი მიმდინარე წელს დასრულდება და საცხოვრებლით 80-მდე იმ ადამიანის უზრუნველყოფა მოხდება, რომელთაც საცხოვრებელი არ აქვთ.