Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერს 'ვარსკვლავი' გაუხსნეს

თარიღი : 31-03-2016, 16:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თავისუფალი ზონის" წევრებმა ქალაქის მერიასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერს "ვარსკვლავი გაუხსნეს". მათ შოთა მურღულია ნეპოტიზმსა და დაახლოებული პირების მერიაში დასაქმებაში დაადანაშაულეს.

"დღეს გავაპროტესტეთ ის სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ქუთაისის მერიაში ხდება. კონკრეტულად, მერს თავისი კლასელები და უახლოესი გარემოცვა ჰყავს დასაქმებული. განთავისუფლა უამრავი პროფესიონალი კადრი. იმედია, აგვყვება საზოგადოების ის დიდი ნაწილი, რომელსაც უნდა, რომ ქუთაისს ეს სამარცხვინო ფაქტი ჩამორეცხოს,"- განაცხადა "თავისუფალი ზონის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა მათე აბულაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს,რომ ქალაქის მერის შოთა მურღულიას კლასელების სია არაერთხელ გასაჯაროვდა და მისი კლასელი მხოლოდ ნოდარ მიქიაშვილია. აღნიშნულ ფაქტს მერია მრავალგზის გამართულ აფსურდის თეატრს უწოდებს.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ,,თავისუფალი ზონის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ლევან მურღულია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს.
აღნიშნულზე "თავისუფალი ზონის" წევრები საუბრობენ.
მედიატორის წევრების თქმით, თუ უახლოეს მომავალში "ნეპოტიზმით დასაქმებულ ახლობლებს სამსახურიდან არ გაათავისუფლეს ისინი საპროტესტო
შოთა მურღულიას თქმით, სიცრუეა ის ფაქტი, რომ ქალაქის მერიის თანამშრომელი მერიიდან გათავისუფლების შემდეგ გარდაიცვალა.

ამინდი