'უნდა ვიცოდეთ დამოუკიდებლობა და თავისუფლება რა ფასად არის მოპოვებული'
თარიღი : 31-03-2016, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღის 25 წლის იუბილე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნა.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ საყოველთაო რეფერენდუმი გაიმართა. ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“, დადებითი პასუხი ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა გასცა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიიღო.
წერეთლის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით ამავე უნივერსიტეტის ლექტორები და პრორექტორი, პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია გამოვიდნენ. მომხსენებლებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ინტორიული ფაქტებიც გაიხსენეს.
,,31 მარტი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რაგდან სწორედ ამ დღეს გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობის კვლავ მოპოვების საკითხი, რასაც ბევრი მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღე უძღოდა წინ, მათ შორის 9 აპრილი. საზოგადოების სურვილი და ნება ამ დღეს დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ რა ფასად არის მოპოვებული ის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს," - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
მარუსა ხურციძე