ქუთაისში 100- მილიონიანი პროექტის განსახორციელებლად ტენდერს ელოდებიან
თარიღი : 31-03-2016, 14:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დაწყების თარიღი ამ დროისათვის უცნობია.
პროექტი, რომელიც ევროპის საინვესტიცო ბანკსა (EIB) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას’’ შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით უნდა განხორციელდეს, 100 მილიონის მოცულობისაა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მშენებლობისთვის გათვალისწინებული ადგილი ცნობილი ტენდერის შემდეგ გახდება.
„სამუშაოები მოიცავს მთლიანად მთელ ქუთაისს და ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ ქუთაისის საკანალიზაციო სისტემა სრულად მოწესრიგდება,"-განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო რამიშვილმა.
მარუსა ხურციძე