Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნანა მჭედლიძის შვილი: დედა ხშირად ამბობდა, რომ ყველაზე ბედნიერი ხონში იყო

თარიღი : 31-03-2016, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კინორეჟისორი და მსახიობი ნანა მჭედლიძე დღეს ხონის მუნიციპალიტეტში დაკრძალეს.

ნანა მჭედლიძის შვილის, მაგდა მჭედლიძის თქმით, ნანა მჭედლიძე ანდერძს სისტემატურად ცვლიდა. ერთადერთი პუნქტი, რომელიც არ შეცვლილა, ხონში დაკრძალვა იყო.

,,დედამ ანდერძი დიდი ხნის წინ დაწერა, თუმცა სისტემატურად ცვლიდა და აკორექტირებდა. ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, მისი ხონში დაკრძალვა იყო. ის ყოველთვის ამბობდა, რომ მან საუკეთესო წლები ხონში გაატარა. 90 წლის ასაკში ხშირად ამბობდა, რომ ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც ხონში ცხოვრობდა,"-აცხადებს მაგდა მჭედლიძე.

შეგახსენებთ, რომ ნანა მჭედლიძე 29 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი ფილმებია - "მოდის მატარებელი", "აეროპორტი", "გზაში"(1964), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"(1967), "დიდედები და შვილიშვილები"(1969), "პირველი მერცხალი"(1975), "ნამდვილი თბილისელი", "იმერული ესკიზები"(1979), "უკვდავების თეთრი ვარდი"(1985). არის ავტორი წიგნისა "მხიარული მოთხრობები".


ნანახია: 4230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართველ კინორეჟისორსა და სცენარისტს ხონში ხვალ გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია 31 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

ამინდი