Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი-დასავლეთ საქართველოს ლიდერი ქალაქი

თარიღი : 31-03-2016, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის ქუთაისის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყოველთვიური შეხვედრა გამართეს.

იმერეთის მხარეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიურ საინფორმაციო-საკოორდინაციო შეხვედრაზე ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა ქუთაისის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გააკეთა.

აღნიშნული სტრატეგია 7 ძირითადი პუნქტისაგან შედგება, რომლებიც ქალაქის განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებს მოიცავს.

პრეზენტაცია 2020 წლამდე ქალაქის განვითარების გეგმას მოიცავს. დოკუმენტში საუბარია სამომავლოდ ქუთაისის დასავლეთ საქართველოს მთავარ ადმინისტრაციულ მომსახურების ცენტრად გახდომასა და ქალაქის დასავლეთ საქართველოს ვაჭრობისა და ლოჯისტიკის ცენტრად გადაქცევაზე.

პაატა კლდიაშვილმა სტრატეგიის ფარგლებში, ქალაქში განათლებაზე, სამედიცინო სერვისებზე, ტურიზმზე, კულტურასა და სპორტის განვითარებაზეც ისაუბრა.

,,ჩვენი შეხვედრა იმითაა გამორჩეული, რომ ქუთაისის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია ქუთაისი მერიის მიერ იქნა მომზადებული. ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები მათი კონცეფციის სრულყოფისათვის უკვე წარედგინა სამუშაო ჯგუფს. სხვა არასამთავრობოებსაც მოვუწოდეთ, რომ მათმიერ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ კონცეფციების სრულყოფა,"-განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ.

სტრატეგიის წარდგენის შემდეგ, დამსწრე ორგანიზაციებმა მარტის თვეში ჩატარებულ აქტივობებსა და აპრილის თვეში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრეს.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2458-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის თვითმმართველობის სახელით პრეზენტაცია მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის
ქუთაისის მერიაში ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ქუთაისში ბათუმის, თბილისის, რუსთავის, გორისა და ფოთის ეკონომიკური სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.
ქალაქის მერია და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ყველა დაინტერესებულ დარგის
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მყოფ დაახლოებით 8-მდე ტუროპერატორს ქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ტურიზმის

ამინდი