Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

662 500 ევრო დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის

თარიღი : 31-03-2016, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის კავკასიის ბუნების ფონდმა 662 500 ევროს მოცულობის გრანტი გამოყო.

ხელშეკრულების თანახმად, საგრანტო თანხა ბორჯომ-ხარაგაულის, ფშავ-ხევსურეთისა და მტირალას ეროვნული პარკების სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას მოხმარდება.

ხელშეკრულება 2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს.

“ჩვენ დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც საქართველოს სამი დაცული ტერიტორიის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პირველი – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ეს არის პირველი დაცული ტერიტორია, სადაც ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა 6 წლის წინ, მეორე – მტირალას ეროვნული პარკი, მესამე – ფშავ-ხევსურეთი. ფშავ-ხევსურეთში პირველად განხორციელდება ჩვენი მხრიდან სხავდასხვა აქტივობა” , – განაცხადა დევიდ მორისონმა.

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა მოაწერეს.


ნანახია: 1023-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
აქციის ფარგლებში აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს
როგორც სააგენტოში აცხადებენ, გაზრდილი შემოსავლები მოხმარდება არსებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისების
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი