'გვინდა მოვუწოდოთ ახალბედა ოპონენტებს',-რას მოუწოდებს ქუთაისის მერია 'გირჩს'?
თარიღი : 30-03-2016, 21:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"გირჩი"-ს მიერ, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ ამორტიზებულ გზასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
"პოლიტიკურ ცენტრ ,,გირჩს" გვინდა ვურჩიოთ, რომ ქუთაისში არსებული ქუჩების სახელები დააზუსტონ და შემდეგ გაავრცელონ განცხადებები. მათ მიერ გადაღებულ ფოტოებზე ხარებავას ქუჩაა, რომელსაც თემურ ცამციშვილი ავტოქარხნის დასახლების შესასვლელს უწოდებს. ხარებავას ქუჩის დაზიანებული ნაწილი მიმდინარე წელს კეთდება. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ქუთაისში აანონსებს ისეთ პრობლემებს, რომელსაც ქუთაისის მერია მიმდინარე წელს ისედაც აგვარებს. ასევე, თვითმმართველობის მიერ შესრულებულ სამუშაოს თავისი აქტივობებით ხსნის. გვინდა მოვუწოდოთ ახალბედა ოპონენტებს, რომ ეს ძველი და გაცვეთილი მეთოდია. შესაბამისად უხერხულია იმ საქმიანობაში „პოლიტიკური ბონუსების“ მიღება, რაც სინამდვილეში მთავრობის ანგარიშზეა," -ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების საპასუხო განცხადებაში.
"გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი წერდა, რომ ავტოქარხნის დასახლებაში არსებული ამორტიზებული გზა გაუზრებელი და არასწორად დაგეგმილი სამუშაოების შედეგს წარმოადგენს.