Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენი შესაძლებლობები თქვენი ინტერესები'-წერეთლის უნივერსიტეტსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი : 30-03-2016, 20:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მიზნად მხარეებს შორის ურთიერთობების გაღრმავების გარდა, სასწავლებლის თანამშრომელთა, მეცნიერთა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საჭირო ლიტერატურით, ბიბლიოთეკებითა და საინფორმაციო მასალით უზრუნველყოფას წარმოადგენს.

მემორანდუმის პირობების მიხედვით, მხარეები გაცვლიან ინფორმაციას განათლების საკითხებზე. მათ შორის უნივერსიტეტის გარემოს ინჟინერიის, უსაფრთხოების სფეროსა და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და შემდგომ განვითარებაზე.

"ჩვენ გვაქვს გეოლოგების, ქიმიკოსების, სინოფტიკოსების და ა.შ დეფიციტი. ამიტომ დაინტერესებული ვართ თანამშრომლობის ფარგლებში მოვიზიდოთ კარგი კადრები და მათ განვითარებაში ხელი შევუწყოთ. ჩვენი შესაძლებლობები თქვენი ინტერესები,"- განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.

მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მოაწერეს. უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის მემორანდუმი პირველად 3 წლის წინ გაფორმდა, ხოლო მიმდინარე წელს მემორანდუმის განახლება მასში ცვლილებების შეტანის შემდეგ მოხდა.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2028-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შვეიცარიის, ფრიბურგის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი
აღნიშნული მემომრანდუმის ფარგლებში იუსტიციის სკოლა ქუთაისელ სტუდენტებს უფასო ლექცეიბს ჩაუტარებს.
ა(ა)იპ 'ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა' და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ქალაქ სომბატჰეის მუნიციპალიტეტისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოები უზრუნველყოფენ
იურიდიული მომსახურების სააგენტოებში, საადვოკატო და სანოტარო ბიუროებში, სასამართლოებსა და მედიაციის მომსახურების მიმწოდებელ

ამინდი