'გირჩი' ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ ამორტიზებულ გზას იწუნებს
თარიღი : 30-03-2016, 20:07 | კატეგორია: ახალი ამბები

"ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი, ქალაქში, ავტოქარხნის დასახლებაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
"ინფრასტრუქტურა ქუთაისში. ავტოქარხნის დასახლების შესასვლელი, რომლის სიგრძე დაახლოებით 300 მეტრია. ამ მონაკვეთის გავლა თითქმის შეუძლებელია. შესასვლელით სარგებლობს ასევე საბავშვო ბაღი და სკოლა. ამ ერთი დასახლების მაგალითით კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ინფრასტრუქტურის მხრივ. ეს არის გაუაზრებელი და არასწორად დაგეგმილი სამუშაოების შედეგი. ადგილობრივი თვითთმმართველობა რეალური პრობლემების მოგვარებას ალბათ წინასაარჩევნოდ ფასადურად შეუდგება," - აცხადებს თემურ ცამციშვილი.