"2015 წელს ქუთაისის მერიაში საყოველთაო პრემიები არ გაცემულა"
თარიღი : 30-03-2016, 18:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, 2015 წელს ბიუჯეტში 8 ცვლილება შევიდა, რომლებიც მდგრადი ფინანსური გათვლებით ხასიათებოდა.
ქუთაისის მერის განცხადებით, ბიუჯეტის შემოსულობები 2013-2014 წლებთან შედარებით 2015 წელს უპრეცენდენტოდ მაღალი იყო და 72231,3 ლარს შეადგენდა.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პრეზენტაციის დროს მერმა აღნიშნა, რომ ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და 4120.8 ლარს შეადგენს.
ქუთაისის მერმა ისიც აღნიშნა, რომ 2015 წელს ქალაქის მერიაში საყოველთაო პრემიები არ გაცემულა.
შოთა მურღულიამ ყურადღება ქალაქში არსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზეც გაამახვილა. მისი თქმით, აღნიშნული აპარატები სურვილისამებრ ქალაქის ნებისმიერ კუთხეში აღარ იდგმება და მათი განთავსება კანონიერი გახდა, რაც როგორც მურღულია აღნიშნავს, ბიუჯეტისათვის შემოსავლის დამატებითი წყაროა.
ნათია სვანიძე