Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოზარ სუბარი ჭიათურაში მოსწავლეებს შეხვდა

თარიღი : 30-03-2016, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი "ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს" წევრებს შეხვდა.

როგორც topnews.com.ge-ს დევნილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, "მოსწავლეთა საკრებულო" დამამთავრებელი კლასების 50-მდე მოსწავლეს და მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს აერთიანებს. შეხვედრის დასაწყისში მოზარდებმა მინისტრს მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურელი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა აქციებში, როგორებიცაა - ქალაქის დასუფთავება, მოხუცთა თავშესაფრის დახმარება და სხვა. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდები ღონისძიებებს მართავენ ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად. აღნიშნული სკოლა არის ერთადერთი სკოლა ჭიათურის რაიონში, სადაც დანერგილია ინკლუზიური სწავლების მეთოდები. მოსწავლეთა საკრებულოს წევრების თქმით, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ჭიათურის საკრებულოსთან, ისე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ახალგაზრდებს სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მოსწავლეებთან შეხვედრისას სოზარ სუბარმა ჯანდაცვისა და განათლების წარმატებულ რეფორმებზეც ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაზე. სოზარ სუბარის თქმით, თავდაპირველად, აღნიშნული პროგრამა მისი სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს პენიტენციარულ სისტემაში დაინერგა.

სოზარ სუბარმა სკოლის მოსწავლეებს პროფესიული განათლების რეფორმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

მოზარდები მინისტრის ბიოგრაფიითაც დაინტერესდნენ, თუ რა გზა განვლო სოზარ სუბარმა სკოლის მერხიდან მინისტრობამდე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სოზარ სუბარმა მოსწავლეებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა.


ნანახია: 998-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოზარ სუბარმა სტუდენტებთან საუბრისას სახალხო დამცველად მუშაობის გამოცდილებაც გაიხსენა.
სოზარ სუბარმა სტუდენტებთან საუბრისას სახალხო დამცველად მუშაობის გამოცდილებაც გაიხსენა.
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.
სოზარ სუბარმა დევნილებს ისიც განუცხადა, რომ ავარიულ შენობებში მცხოვრები 70-მდე ოჯახი რამდენიმე კვირაში ახალ საცხოვრებლებს მიიღებს.
ქუთაისში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბენატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან
სოზარ სუბარმა გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს სენაკში პირადად მიუსამძიმრა.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი