ქუთაისში უძრავი ქონების გასხვისების კანონიერების შესასწავლად დროებითი კომისია არ შეიქმნა
თარიღი : 30-03-2016, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები

ბოლო 10 წლის განმავლობაში მიწებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხი შესწავლილი უნდა იყოს- აღნიშნულთან დაკავშირებული ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. საკითხის შესასწავლად საკრებულოს სხდომაზე დროებითი კომისიის შექმნაზეც იმსჯელეს.
,,ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ პროექტს, თუმცა ეს სრული სისულელეა და არაფრის გამკეთებელი იქნება ეს კომისია. უფრო მეტიც, კანონთან შესაბამისობაში ისინი დებულებასაც ვერ დაწერენ,"-აცხადებს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გია უკლება.
,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, თუ ვინმეს აინტერესებს ვის საკუთრებაშია მიწა თუ შენობა და როდის მოხდა კერძო საკუთრებაში მისი გადაცემა, საჯარო რეესტრის გვერდი ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისათავის.
,,უკვე ერთი თვეა საკრებულო მსჯელობს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ბევრი კითხვის ნიშანია საზოგადოებაში. ჩემთვის გაუგებარია იმ კოლეგებმა, რომლებიც ადრე თანახმანი იყვნენ, ორი კვირით რატომ გადაწიეს საკითხი,"-აცხადებს ,,გამარჯვების" ოლქის მაჟორიტარი ნატო ქათამაძე.
,,მსგავსი ჯგუფის შექმნას აუცილებლად შევუერთდები და მივიგებ მონაწილეობას ამ კომისიაშიც. უბრალოდ, ყველაფერს აქვს თავისი წესი და დებულება. უნდა განვსაზღვროთ ვინ იქნება თავმჯდომარე და რა ფორმით იმუშავებს ეს კომისია. აქ მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს ოპოზიციამაც,"- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია.
საბოლოოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უკვე გასხვისებული უძრავი ქონების გასხვისების კანონიერების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
ნათია სვანიძე