Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წიგნი ობიექტივიდან',-კონკურსი ქუთაისში

თარიღი : 30-03-2016, 15:40 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის №13 საქალაქო ბიბლიოთეკა–ფილიალი აცხადებს ფოტო-კონკურსს სახელწოდებით: ,,წიგნი ობიექტივიდან“-დავინახოთ ბიბლიოთეკისა და წიგნის სამყარო!
შევძინოთ ჩვეულ გარემოს მეტი ფერები!
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფოტომოყვარულს.

კონკურსის პირობები:
1. ფოტოების თემა უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას, მკითხველს.
2. ჟიურის ეძლევა უფლება, შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი.
3. კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსისათვის არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური ჩარევა, კადრირება.
4. კონკურსის მონაწილე ვალდებულია ფოტოები წარმოადგინოს ელექტრონული და დაბეჭდილი სახით (15/21-ზე).
5. კონკურსისათვის ფოტოების მისაღები მაქსიმალური რაოდენობაა სამი ცალი (ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ 3 სურათის გამოგზავნა). სამზე მეტი ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში, ავტორის პორტფოლიო ავტომატურად იქნება დაწუნებული, ფოტოების ხარისხის მიუხედავად. ამიტომ, გთხოვთ, შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო სამი კადრი.
3 საპრიზო ადგილის გარდა აღინიშნება ნომინაციები:
1. ემოციური მკითხველი;
2. იუმორისტული ფოტო;
3. ფოტოფანტაზია ,,ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით;
4. ფოტორეპორტაჟი (სერია მინიმუმ 3 ფოტოსაგან. ჩაითვლება 1 ფოტოდ).

I, II და III ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად ჯილდოს; ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ფოტონამუშევრები გამოაგზავნოთ ბეჭდური და ელექტრონული სახით 2016 წლის 20 მაისამდე.
მისამართი: ქ. ქუთაისი, ლ. ნუცუბიძის ქ. N1
სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ტელ.: 24 57 76; მობ.: 599 39 84 99.
ელ.ფოსტა: cisia67@yahoo.com
ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. N197
ტელ.: 29 03 34, მობ.: 597 55 55 70
ელ.ფოსტა: bibliotekabib.2015@mail.ru
გამოფენა-დაჯილდოება გაიმართება 27 მაისს.


ნანახია: 2157-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფოტოკონკურსში მონაწილეობა 5 ივნისამდეა შესაძლებელი.
.ფოტოების თემა უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას ან მკითხველს.

ამინდი